» » » მეგობარმა ეს რეცეპტი ეგვიპტედან ჩამოიტანა: მხოლოდ 3 ზეთი და საოცარი ეფექტი...

მეგობარმა ეს რეცეპტი ეგვიპტედან ჩამოიტანა: მხოლოდ 3 ზეთი და საოცარი ეფექტი...

ეთერზეთების კანზე სასწაულმოქმედი ზემოქმედების შესახებ ჯერ კიდევ უძველეს პერიოდში იყო ცნობილი. მაგალითად, ეგვიპტელები განთქმული იყვნენ თავისი რეცეპტებით მაკურნებელი ზეთების გამოყენებით, არაბი ქალები კი დღემდე აღიარებული ლამაზმანები არიან. ამბობენ, რომ მარადიული სილამაზის საიდუმლო მათ კლეოპატრასგან გადმოეცათ.

მეგობარმა ეს რეცეპტი ეგვიპტედან ჩამოიტანა: მხოლოდ 3 ზეთი და საოცარი ეფექტი...

რჩევები გთავაზობთ ექსკლუზიურ რეცეპტს, რომლის გამოყენების შემდეგ სამუდამოდ დაივიწყებთ ძვირად ღირებულ კოსმეტიკურ საშუალებებზე. მხოლოდ 3 ეთერზეთი და მათი გამოყენების საიდუმლი - აი რა არის საჭირო საოცარი ეფექტის მისაღებად!

ეთერზეთები სახისთვის



სანდალის ზეთი



სანდალის ხის ეთერზეთს უკვე დიდი ხანია, კოსმეტოლოგიაში იყენებენ. იგი დადებითად ზემოქმედებს თმასა და კანზე, აცილებს შეშუპებებს, ებრძვის გამონაყარს, ეგზემასა და სოკოს, მცირე ნაოჭებს, აახალგაზრდავებს კანს.

ჟოჟობას ზეთი



ეს მცენარეული წარმოშობის ცვილი - კანის სილამაზისა და ჯანმრთელობის ნამდვილი საბადოა. მის შემადგენლობაში ამინომჟავები, Е ვიტამინი, კოლაგენი და ანტიოქსიდანტები შედის. ჟოჟობას ზეთი ყველა ტიპის კანს უხდება, არ ტოვებს ცხიმიან მბზინვარებას, არ აქვს სუნი და შესანიშნავად შეიწოვება.

ალოე ვერას ზეთი



ეს ზეთი მკვებავი და კანის მოვლის საშუალებების შეუცვლელი კომპონენტია. მას მარეგენერირებელი, დამამშვიდებელი, დამატენიანებელი და მატონიზირებელი თვისებები გააჩნია. შესანიშნავად ებრძვის გამონაყარს, ეგზემას, დამწვრობას, ანთებას. კანზე ალოე ვერას ეთერზეთის წასმისას აქტიურდება კოლაგენის გამომუშავება, ანელებს კანის სიბერეს და აცილებს მცირე ნაოჭებს.

ამ ზეთების შეხამება არაჩვეულებრივ ეფექტს იძლევა. მისი საიდუმლო წასმის განსაკუთრებულ თანმიმდევრობაშია, რომლის დაცვითაც მართლაც გასაოცარი შედეგის მიღებაა შესაძლებელი.

გამოყენება:

  1. სუფთა მშრალ კანზე წაისვით მცირეოდენი სანდალის ეთერზეთი. მნიშვნელოვანია, რომ აუცილებლად უნდა წაისვათ სახის Т-ზონაზე და ერიდოთ ყელისა და მკერდის არეს. სანდალის ხის ზეთი შესანიშნავად ახურებს კანს და აძლიერებს დანარჩენი ზეთების მოქმედებას.
  2. 5 წუთში შეუდექით მეორე ზეთის - ჟოჟობას ეთერზეთის წასმას. ამ სასწაულმოქმედი ზეთის ეფექტის შესახებ განმეორება არ ღირს. ასევე დაიცადეთ 5 წუთი.
  3. ბოლო ეტაპი - კანის დამშვიდება და დატენიანება. ამისათვის გამოიყენეთ ალოე ვერას ეთერზეთი. გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი მზადაა!




აქციეთ ამ ნიღბის გამოყენება ჩვევად და უკვე 2 თვეში შეამჩნევთ საოცარ ცვლილებებს. ნაოჭები გაქრება, კონტურები გასწორდება, კანი გაახალგაზრდავდება დამბზინვარე გახდება.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.