» » » სითხის დაგროვება თვალქვეშ შეჩერდება, თუ მშრალ, სუფთა კანზე დაიწვეთებთ..

სითხის დაგროვება თვალქვეშ შეჩერდება, თუ მშრალ, სუფთა კანზე დაიწვეთებთ..

ეთერზეთების სასწაულმოქმედი ეფექტი კანსა და ორგანიზმზე ჯერ კიდევ ძველი დროიდანაა ცნობილი. მაგალითად, ეგვიპტე გამოირჩეოდა თავისი რეცეპტებით სამკურნალო ზეთებზე, არაბი ქალბატონები კი დღემდე ჭეშმარიტ ლამაზმანებად ითვლებიან. ამბობენ, რომ საუკუნო სილამაზისა და ახალგაზრდობის საიდუმლო მათ თვით დედოფალ კლეოპატრასგან შემორჩათ.

რჩევების რედაქცია გიზიარებთ ექსლუზიურ რეცეპტებს. გამოსცადეთ ისინი საკუთარ თავზე და კოსმეტიკურ საშუალებებზე სამუდამოდ უარს იტყვით. სულ 3 ეთერზეთი და მათი გამოყენების განსაკუთრებული საიდუმლო თქვენს კანს სასწაულებრივად შეცვლის.



ეთერზეთები სახისთვის
  1. სანდალოზის ხის ზეთი
    სანდალოზის ხის ეთერზეთი უძველესი დროიდან გამოიყენება კოსმეტოლოგიაში. ამას თავისი მიზეზიც აქვს - იგი არაჩვეულებრივად მოქმედებს კანისა და თმის მდგომარეობაზე, ხსნის შეშუპებებს თვალქვეშ, ეფექტურად ებრძვის გამონაყარს, ეკზემასა და სოკოს.
    სანდალოზის ხის ზეთს შეუძლია წვრილი ნაოჭების ჩალაგება, სახის კანის გაახალგაზრდავება და გასუფთავება. კანის დატენიანებით, იგი ეფექტურად უმკლავდება ჩამოშვებულ სახის კონტურს და აღადგენს კანის ელასტიურობას.


  2. ჟოჟობას ზეთი
    ეს მცენარეული წარმოშობის ცვილი თქვენი კანის ჯანმრთელობისა და სილამაზის ნამდვილი პანაცეაა. მის შემადგენლობაში შედის შეუცვლელი ამინომჟავები, ვიტამინი E, კოლაგენი, ანტიოქსიდანტები. ჟოჟობას ზეთი უხდება კანის ყველა ტიპს, არ ტოვებს ცხიმიან ელვარებას, არ აქვს სუნი და შესანიშნავად იწოვება კანის მიერ ისე, რომ არ კეტავს ფორებს.
    ჟოჟობას ეთერზეთები კურნავს გამონაყარსა და წვრილ ტრავმებს, განსაკუთრებით კარგად მოქმედებს იგი ანთებულ, მშრალ და აქერცლილ კანს. გაუწყლოებული და ჩამოშვებული კანი ნამდვილად საჭიროებს ამ ზეთს!


  3. ალოე ვერას ზეთი
    ეს ზეთი შეუცვლელი ბაზისია საკვები და მომვლელი საშუალების მოსამზადებლად. მას აქვს რეგენერირებადი, დამამშვიდებელი, დამატენიანებელი და მატონიზებელი ეფექტები. შესანიშნავად ებრძვის გამონაყარს, დამწვრობებს, ეკზემას.
    კანზე ზეთის წასმა ააქტიურებს კოლაგენურ და ელასტინურ ბოჭკოებს.ალოე ვერას რეგულარული მოხმარება ამცირებს ნაოჭების სიღრმეს და მნიშვნელოვნად ანელებს კანის დაბერებისა და გაუწყლოების პროცესებს. სამკურნალო ალოეს ზეთი ფასდაუდებელი პროდუქტია თქვენი კანისთვის.

ყველა ამ ზეთის კომბინაციას შესანიშნავი ეფექტი აქვს. ეგვიპტელებს ტყუილად არ უყვართ დედოფალ კლეოპატრას გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი. საიდუმლო იმალება ამ ეთერზეთების განსაკუთრებულ კომპლექსსა და მოხმარებაში, რომლის დაცვის შემთხვევაშიც, სასურველ ეფექტს მარტივად მიაღწევთ.

მოხმარება
  1. სუფთა სახის კანზე წაისვით ცოტაოდენი სანდალოზის ხის ზეთი. ამ ეტაპზე აუცილებელია, წაისვათ ზეთი მხოლოდ T ზონაზე, მოერიდეთ კისრისა და მკერდის არეს. სანდალოზის ხის ზეთი აცხელებს კანს და ასრულებს გამცილებლის ფუნქციას, უფრო სწორად, აძლიერებს შემდეგი ზეთების წასმის ეფექტს რამდენჯერმე.
  2. 5 წუთში შეუდექით მეორე ზეთის - ჟოჟობას წასმას. ამ სასწაულმოქმედი ზეთის ეფექტზე განმეორებით საუბარი საჭირო აღარაა. დაელოდეთ კიდევ 5 წუთით.
  3. ბოლო ეტაპი - კანის დატენიანება და დამშვიდება. ამისათვის გამოიყენეთ ალოე ვერას ეთეზეთები. გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი მზადაა!
გამოიმუშავეთ ჩვევად ამ ზეთების დატანება და ორ თვეში უკვე შესამჩნევად გარდაისახებით.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.