30 გრამის დასამზადებლად დაგჭირდებათ:
ინგრედიენტები:
- 1 ჩ/კ კაკაოს ცხიმი
- 1 ჩ/კ ფუტკრის ცვილი
- 1 ს/კ გულყვითელას მაცერირებული ზეთი
- 5 წვეთი ლავანდის ეთერზეთი
- 2 წვეთი სამკურნალო გვირილის ეთერზეთი
- 1 ჩ/კ გულყვითელას სპირტიანი ნაყენი
მომზადების წესი:
ორთქლზე ერთად შეათბეთ კაკაოს ცხიმი, ფუტკრის ცვილი და გულყვითელას მაცერირებული ზეთი. როცა ცვილი გადნება, გადმოდგით თასი ორთქლიდან.
დაუმატეთ სპირტიანი ნაყენები, ეთერეთები და საფუძვლიანად მოურიეთ.
ჩაასხით სტერილურ ქილაში და რომ გაგრილდება, დაახურეთ თავზე. შეინახეთ გრილსა და მშრალ ადგილას. ინახება 6 თვე.
გამოყენების წესი:
ნაზად შეიზილეთ დაზიანებულ ან გაღიზიანებულ კანზე.