100 გრამის დასამზადებლად დაგჭირდებათ:
ინგრედიენტები:
- 1 ს/კ კაკაოს ცხიმი
- 1 ჩ/კ არგანის ზეთი
- 1 ჩ/კ თაფლის ცვილი
- 4 ს/კ მინერალური წყალი
- 1 ს/კ ემულგატორი ცვილი
- 5 წვეთი საკმევლის ეთერზეთი
- 3 წვეთი მირისის ეთერზეთი
მომზადების წესი:
ორთქლის ქვაბზე კარაქისგან, ზეთებისა და ცვილისგან მოამზადეთ ემულსია. ცვილის დადნობისთანავე გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან.
ტაფაში 80 გრადუსამდე შეათბეთ მინერალური წყალი. დაუმატეთ ემულგატორი ცვილი და ურიეთ, სანამ ცვილი ბოლომდე არ გაიხსნება.
ცხელი წყლის ნარევს დაუმატეთ ცხელი ზეთების ნარევი და ხელის სათქვეფით ან ხელის ბლენდერით თქვიფეთ გაუჩერებლად, სანამ ინგრედიენტები გაიხსნება.
გაგრილებისას დროდადრო მოურიეთ. დაუმატეთ ეთერზეთები და ურიეთ თანაბარი მასის მიღებამდე. მიღებული მასა გადაიტანეთ სტერილურ ქილაში და დატოვეთ 1 სთ. გაგრილების შემდეგ დაახურეთ თავზე და შეინახეთ მაცივარში. შენახვის ვადაა 6 კვირა.
გამოყენების წესი:
წაისვით ყოველდღე გაწმენდილ, მშრალ კანზე ხელის წრიული და ზემოთ მიმართული მოძრაობით. მოერიდეთ ნაზ ადგილებს თვალებთან.