» » » ფეხის სოკო ხალხური რეცეპტებით მოვირჩინე, ჩემს მეგობრებსაც ვასწავლე და ბევრი მოვიმადლიერე!

ფეხის სოკო ხალხური რეცეპტებით მოვირჩინე, ჩემს მეგობრებსაც ვასწავლე და ბევრი მოვიმადლიერე!

ზამთრობით ფეხები ხშირად მიოფლიანდებოდა და აუტანლად მექავებოდა. მერე და მერე ფეხის თითების ჭკნობაც დამეწყო. მეზობლად მცხოვრებმა ექიმმა მითხრა, ეს სოკოაო და რამდენიმე ხალხური რეცეპტიც მასწავლა. 1 - 2 დღეში უკეთესობა ვიგრძენი. მალე ქავილმა სულმთლად გამიარა და მას შემდეგ აღარც შევუწუხებივარ, მაგრამ ხალხური მედიცინით დავინტერესდი, დავიწყე ცოდნის გაღრმავება, ნაცნობ - მეგობრებზე უამრავი რეცეპტი გამოვცადე და ბევრი მოვიმადლიერე.

მინდა, გამოცდილება თქვენც გაგიზიაროთ.

  • აიღეთ 100 მლ სამედიცინო ( 90 გრადუსიანი ) სპირტი და 1 გრამი გლიცერინი, აურიეთ ერთმანეთში და შეიზილეთ ფეხის თითებში.

  • ერთი მუჭა ( 100 გრ ) კაკლის ფოთოლი ჩაყარეთ სამ ლიტრ ადუღებულ წყალში და როდესაც შეგრილდება, გაიკეთეთ ფეხის აბაზანა. ასე გაიმეორეთ რამდენჯერმე. პროცედურა ჩაიტარეთ ყოველ საღამოს, ფეხი არ შეიმშრალოთ, აცადეთ, თვითონვე გაშრეს.

  • პიტნა დააქუცმაცეთ, შეურიეთ ცოტა სუფრის მარილი, ჩაიდეთ ფეხის თითებს შორის და ერთი საათი გაიჩერეთ.

  • ცივ წყალში ჩაყარეთ 1 ს/კ საჭმელი სოდა და ამდენივე მარილი, ჩაყავით ფეხები, მაშინვე ამოიღეთ და ჩაყავით სუფთა წყალში.

  • კარგად დაიბანეთ ტერფები და ჩაყავით კონცენტრირებულ ღვინის ძმარში.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.