რეცეპტი N1
20%-იან პროპოლისის სპირტის ნაყენში ამოავლეთ ბამბიანი ჩხირები. წაისვით დაზიანებულ ფრჩხილზე. პროცედურა ყოველდღიურად ჩაიტარეთ.
რეცეპტი N2
მოამზადეთ მალამო, შემდეგი ინგრედიენტების გამოყენებით: დიმეტილფტალატი (1 ჩაის კოვზი), ძმარი ან ბალახეული ზეთი (1 სუფრის კოვზი), ქათმის კვერცხი (უმი).
ეს მალამო მაცივარში შეინახეთ. ფეხზე პოლიეთილენის პარკი ჩაიცვით და ზემოდან წინდა. ეს სამკურნალო მალამო ღამით დაიტოვეთ.
თუ დაავადების მძიმე ფორმა გაქვთ, მთელი დღე იარეთ ამ მალამოთი. პროცედურა ჩაიტარეთ 4 დღის განმავლობაში.
რეცეპრი N3
აიღეთ ჩაის სოკო. მოაჭერით პატარა ნაწილი. კარგად დაჭმუჭნეთ. მიღებული მასა, წაისვით დაზიანებულ ადგილას, დღეში 2-3-ჯერ.
რეცეპტი N4
მოამზადეთ ჩაი, შემდეგი რეცეპტით: 8 გრამი იის ბალახი, 8 გრამი კეწერა და 10 გრამი ორკბილა. ეს ნარევი დააყენეთ 30 წუთი. მიიღეთ დღეში 4-ჯერ, 2 სუფრის კოვზი.
რეცეპტი N5
ფრჩხილზე რძიანა წავისვათ.
რეცეპტი N6
ფრჩხილზე ვაშლის ძმარი წავისვათ.
რეცეპტი N7
ფეხები დაიბანეთ ზღვის მარილიან წყალში. შემდეგ, გააშრეთ და სოდის წყალხსნარით დაიბანეთ.
რეცეპტი N8
1 ჩაის კოვზი მარილი გახსენით ერთ ლიტრ წყალში. დაამატეთ "გაწურული" ნივრის თავი. ეს ნარევი წაისვით ფეხებზე.