მინდა, გამოცდილება თქვენც გაგიზიაროთ.
- აიღეთ 100 მლ სამედიცინო ( 90 გრადუსიანი ) სპირტი და 1 გრამი გლიცერინი, აურიეთ ერთმანეთში და შეიზილეთ ფეხის თითებში.
- ერთი მუჭა ( 100 გრ ) კაკლის ფოთოლი ჩაყარეთ სამ ლიტრ ადუღებულ წყალში და როდესაც შეგრილდება, გაიკეთეთ ფეხის აბაზანა. ასე გაიმეორეთ რამდენჯერმე. პროცედურა ჩაიტარეთ ყოველ საღამოს, ფეხი არ შეიმშრალოთ, აცადეთ, თვითონვე გაშრეს.
- პიტნა დააქუცმაცეთ, შეურიეთ ცოტა სუფრის მარილი, ჩაიდეთ ფეხის თითებს შორის და ერთი საათი გაიჩერეთ.
- ცივ წყალში ჩაყარეთ 1 ს/კ საჭმელი სოდა და ამდენივე მარილი, ჩაყავით ფეხები, მაშინვე ამოიღეთ და ჩაყავით სუფთა წყალში.
- კარგად დაიბანეთ ტერფები და ჩაყავით კონცენტრირებულ ღვინის ძმარში.