ონიჰომიკოზის სიმპტომები: წითლდება და ძვრება კანი, უსახელო და ნეკა თითებს შორის. იწყება საშინელი ქავილი, კანი იქერცლება.
არსებობს ფეხის სოკოს რამდენიმე ფორმა:
- ჰიპერტონიული, მის დროს ფრჩხილი  იშლება, დეფორმირდება, სქელდება, სიარულის დროს ტკივილს  იწვევს.  
- ატროფიკული. ფრჩხილი ფერს კარგავს, მის ზედაპირზე  წარმოიქმნება თეთრი ზოლები და დალექილები. 
- ნორმატროფიკული. ფრჩხილი ბრწყინავს, მასზე ჩნდება თეთრი ლაქები.  
ფრჩხილების პროფილაქტიკის წესები:
- ფეხები გიოფლიანდებათ? გამოიყენეთ  სპეციალური საშუალებები ოფლის მოსაშორებლად. 
- როდესაც, მაღაზიაში ფეხსაცმელს იზომავთ, არასდროს არ ჩაიცვათ შიშველ ფეხზე. 
- ყოველდღე  შეცვალეთ  კოლგოტი და წინდები. 
- ყოველდღე დაიბანეთ  ფეხები თბილი წყლით. 
- დიდი ხანი არ ატაროთ ერთი და იგივე  ფეხსაცმელი. 
- აუზში,აბანოში, ყოველთვის  გამოიყენეთ საკუთარი ჩუსტები.  
- როდესაც  აბაზანიდან გამოხვალთ გახსოვდეთ, რომ ფეხები  კარგად უნდა გაიმშრალოთ, რადგან ნესტიანობა ხელს უწყობს  სოკოს წარმოქმნას. 
ფეხის სოკოს ხალხური მეთოდებით მკურნალობა
რეცეპტი 1
გახეხეთ ხახვი, შეურიეთ ზეთს და წაისვით დაზიანებულ ადგილას.
რეცეპტი 2
1 ჩაის კოვზ ზღვის მარილი გახსენით ერთ ლიტრ წყალში. ამ ნარევით ყოველდღიურად დაამუშავეთ დაზიანებული ადგილი.
რეცეპტი 3
ყოველდღიურად, დღეში 2-ჯერ ფრჩხილებზე დაიწვეთეთ იოდის წვეთები. უკვე ერთ კვირაში თქვენ იგრძნობთ ტკივილს ფრჩხილის გარშემო.
ეს იმის ნიშანია, რომ რეცეპტი მუშაობს. თუ ტკივილი ძლიერია დაიწვეთეთ ოდნავ იშვიათად.
რეცეპტი 4
გახეხეთ ამპურას ფოთლები და მიიდეთ დაზიანებულ ადგილას. ეს პროცედურა ჩაიტარეთ ყოველდღე.
 
                 
        

