სალონური ეპილაცია არასასურველ თმას სამუდამოდ მოგაშორებთ, მაგრამ ასეთი პროცედურის ღირებულება საკმაოდ მაღალია.განსაკუთრებულად მაღალია თმის მთელს სხეულზე ეპილაციის პროცედურა. ამასთანავე სალონური მეთოდები ყოველთვის უსაფრთხო როდია, სპეციალური ნორმების დაუცველობის შემთხვევაში ის შესაძლოა კანის მრავალი დაავადების გამომწვევ მიზეზადაც იქცეს. საბედნიეროდ არსებობს ხელმისაწვდომი, უსაფრთხო მეთოდები, რომლებიც საშუალებას მოგცემენ სამუდამოდ მოიშოროთ არასასურველი თმა სხეულიდან. შედეგის მოსაცემად მათ გარკვეული დრო ესაჭიროებათ, მაგრამ შედეგი ლოდინად ნამდვილად ღირს!
როგორ მოვიშოროთ თმა შაქრიანი ნიღაბის დახმარებით.
თქვენ დაგჭირდებათ:
- 2 ს/კ ლიმონის წვენი
- 2 ს/კ შაქარი
- 2 ჩ/კ წყალი
მომზადების და გამოყენების წესი:
- შეურიეთ პატარა ჭურჭელში ყველა ინგრედიენტი. წაისვით მიღებული ნაზავი თმით დაფარულ კანის არეზე. დაელოდეთ სანამ ნაზავი გაშრება — ამას დაახლოებით 10 წუთი დასჭირდება. გადაივლეთ გრილი წყალი.
- გაიმეორეთ პროცედურა ყოველდღიურად ერთი თვის მანძილზე. ლიმონის მჟავა არა მოლოდ გააუფერულებს თმას, არამედ დაშლის მის სტრუქტურას და შეაფერხებს თმის განმეორებით ამოსვლას.
როგორ მოვიშოროთ თმა თაფლის ნიღაბის დახმარებით.
თქვენ დაგჭირდებათ:
- 2 ს/კ ლიმონის წვენი
- 2 ს/კ თაფლი
მომზადების და გამოყენების წესი:
- მცირე ზომის ჭურჭელში აურიეთ თაფლი და ლიმონის წვენი. თუ თქვენ შემთხვევაში თაფლის კრისტალიზირება მოხდა ურიეთ მას ერთგვაროვანი კონსისტენციის მიღებამდე. აიღეთ ბამბის დისკი და წაისვით თმის მოსაშორებელი საშუალება კანზე, თმის ზრდის მიმართულებით. გაიჩერეთ 10-15 წუთი სრულ შეშრობამდე და შემდეგ ჩამოიბანეთ გამდინარე წყალით.
- პროცედურის გამეორება შესაძლებელია არაუმეტეს კვირაში 2-ჯერ - ერთი თვის მანძილზე. თუ სასურველი შედეგის მიღწევა ვერ მოხერხდა, შესაძლებელია კურსის ხანგრძლივობის გაზრდა კიდევ 2 კვირით. ფრთხილად იყავით! ასეთი ნიღაბი შესაძლოა ალერგიის გამომწვევი მიზეზიც გახდეს, რადგან მისი კომპონენტები ძალიან აქტიურია.
შინაური ეპილაციის საშუალებები საკმაოდ მრავლადაა. როგორც ხედავთ რჩევები-ს რედაქციამ შეგირჩიათ ყველაზე ეფექტური და ნაცადი საშუალებები. აუცილებლად გაუზიარეთ მეგობრებს ფასეული ინფორმაციები და შეუდექით ზაფხულისთვის მზადების პროცედურებს! ვინაიდან გლუვი კანი — სილამაზის ისეთივე მნიშვნელოვანი შემადგენელია, როგორც ლამაზი სხეული და ჯანმრთელი თმა.