» » » თუ ჯანსაღი და ლამაზი თმა გსურთ, ირწმუნეთ ბანანის ნიღაბის სასწაულის...

თუ ჯანსაღი და ლამაზი თმა გსურთ, ირწმუნეთ ბანანის ნიღაბის სასწაულის...

ამ ნიღაბის დასამზადებლად გადამწიფებული ბანანი დაგჭირდებათ. ბანანი კალიუმის და A, C, E ვიტამინების მდიდარი წყაროა, ეს ვიტამინები კი ამაგრებს და აჯანსაღებს თმას, ამიტომაც ბანანი თმის სამკურნალო ჩინებული ხილია.

ერთი გამოყენებისთვის დაგჭირდებათ:
  • 1 საშუალო ზომის მწიფე ბანანი
  • 1 მწიფე ავოკადო
  • 3 ს/კ ქოქოსის რძე

მომზადება:
ჩანგლით დაჭყლიტეთ რბილი ბანანი და ავოკადო თასში.
დაამატეთ ქოქოსის რძე და კარგად აურიეთ ისე, რომ პასტისმაგვარი მასა გამოვიდეს. თუ ძალიან მშრალი ან დაზიანებული თმა გაქვთ, შეგიძლიათ ავოკადო შეცვალოთ 1 სუფრის კოვზი ნუშის, ქოქოსის ან ზეითუნის ზეთით.
გამოიყენეთ დამზდებისთანავე, რადგან ნიღაბი შეიცავს ნედლ ინგრედიენტებს.

როგორ გამოვიყენოთ?
შეიზილეთ მშრალ თმაზე და გაიჩერეთ 15 წუთით. მაქსიმალური ეფექტისთვის შემოიხვიეთ თავზე პირსახოცი (უმჯობესია თბილი ) და 15 წუთით გაიჩერეთ.
ჩამოიბანეთ პასტა თმიდან თბილი წყლით და დაიბანეთ შამპუნით.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.