» » » კურკუმა ეპილაციისთვის: ბუსუსებივით თმები სახეს მომენტალურად მოშორდება

კურკუმა ეპილაციისთვის: ბუსუსებივით თმები სახეს მომენტალურად მოშორდება

უსიამოვნო ბუსუსები სახეზე აფუჭებს გარეგნობას, მუდმივი პარსვა და დეპილაცია კი მხოლოდ ტკივილსა და გაღიზიანებას იწვევს? საკმარისია თქვენი ნაზი კანის წვალება! იმისათვის, რომ სახე მოვლილი და ლამაზი იყოს, ჭარბი თმა კი აღარ გაწუხებდეთ, Rchevebi.com-ის რედაქცია გთავაზობთ ნაცად და ეფექტურ რეცეპტს. არავითარი გაღიზიანება, მხოლოდ ნაზი, საშინაო ეპილაცია ნატურალური საშუალებების გამოყენებით.

თმა ქალის სახეზე
კურკუმა - ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინდური სანელებელია, რომელსაც უამრავ კერძს უმატებენ ოქროსფერისა და არომატის მისაღებად. აიუვერდის მიხედვით, ეს სანელებლი ფართოდ გამოიყენება სამკურნალო საშუალებად, კოსმეტოლოგიაში კი იგი უამრავი ნიღბის შემადგენლობაში შედის. კურკუმა აშრობს მუწუკებს, აგლუვებს კანს, აუმჯობესებს მის ფერს და ავიწროვებს ფორებს.



გარდა ამისა, კურკუმის გამოყენება შეუძლიათ მათაც, ვინც არასასურველ თმას ებრძვის სახეზე. როგორც აღმოჩნდა, ინდური სანელებელი ანელებს თმის ზრდის პროცესს, მისი რეგულარული მოხმარება კი, შესაძლოა, გამოიწვევს არასასურველი თმისგან სამუდამოდ გათავისუფლებას. კურკუმას ნიღაბი თმის მოსაშორებლად შემდეგი ინგრედიენტებისგან შედგება:
  • 1 ჩ/კ კურკუმა
  • 1 ჩ/კ ნაღები
  • 2 ჩ/კ ბრინჯის ფქვილი
მომზადებისა და გამოყენების წესი:
  1. შეურიეთ კურკუმა და ნაღები თასში, დაუმატეთ ბრინჯის ფქვილი და კარგად მოურიეთ, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. სხვათაშორის, ბრინჯის ფქვილის მომზადება მარტივია უმი ბრინჯისგან, თუ მას ბლენდერში ან საფქვავში დაფქვავთ.


  2. მიღებული მასა დაიტანეთ კანის პრობლემურ მონაკვეთზე და თანაბრად გადაინაწილეთ. ჩამოიბანეთ თბილი წყლით 10 წუთის შემდეგ. თუ ალერგიული რეაქცია არ გაჩნდა ნიღბის მონაკვეთში, შეგიძლიათ იგი 20 წუთითაც გაიჩეროთ.


  3. შეგიძლიათ, კურკუმით ეპილაცია შეუთავსოთ არასასურველ თმასთან ბრძოლის სხვა მეთოდებსა. მაგალითად, ცვილით ეპილაციის შემდეგ დაიტანეთ ნიღაბი და ჩამოიბანეთ, როგორც კი გაშრება. მალევე ნახავთ, რომ კანი გახდება რბილი, სუფთა, ხოლო მოსაბეზრებელი წვრილი თმები სახეს მაშინვე დატოვებს, აი უფრო სქელი თმა კი მოხმარების 2-3 კვირის შემდეგ.



  4. გირჩევთ, არ ჩაიტაროთ კურკუმით ეპილაციის პროცედურა მნიშვნელოვანი ღონისძიებების წინ, რადგან მკვეთრი სანელებელი კანზე დამახასიათებელ მოყვითალო კვალს ტოვებს. ლაქა მარტივად ამოდის რძეში დალბობილი ბამბის დისკის დახმარებით.


თუ კურკუმას სასწაულებრივი ძალისა არ გჯერათ, ნახეთ ეს ვიდეო!



არსებობს კიდევ რამდენიმე, არანაკლებ ეფექტური საშუალება არასასურველი თმის მოსაშორებლად სახიდან, რომლებიც მარტივად მზადდება სახლის პირობებში:

  1. ნიღაბი ჟელატინით
    ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი და სწრაფი საშუალება სახიდან თმის მოსაშორებლად არის ჟელატინიანი ნიღაბი. შეურიეთ 1ც/კ ჟელატინი, 3 ს/კ რძე და 4 წვეთი ლიმონის წვენი. გაათბეთ მასა მიკროტალღურ ღუმელში(15-20 წამით) და დაიტანეთ ულვაშებზე, სანამ სრულად არ გაშრება. მოაშორეთ წარმოქმნილი ფენა სახიდან თმებთან ერთად. პროცედურა ძალიან სასიამოვნო არაა, მაგრამ ეფექტურია.



  2. გარგარი და თაფლი
    დააფქვიეთ გარგრის ჩირი ბლენდერში, დაუმატეთ 1 ჩ/კ თაფლი და კარგად მოურიეთ. დაიტანეთ ნაზავი პრობლემურ ზონაზე და გაიჩერეთ 7-8 წუთის განმავლობაში. ჩამოიბანეთ თბილი წყლით. თმის ეფექტურად მოსაშორებლად, ჩაიტარეთ პროცედურა კვირაში 2-3ჯერ.


  3. ლავანდისა და ჩაის ხის ზეთები
    თუ 1ჩ/კ ლავანდისა და 4-6 წვეთ ჩაის ხის ზეთებს ერთმანეთს შეურევთ და სახეზე კვირაში სამჯერ დაიტანთ, 2-3 თვის შემდეგ სახიდან თმა უკვალოდ გაქრება.



მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.