» » » თმები ხელებზე: საჭიროა თუ არა მათთან ბრძოლა და როგორ მოვიშოროთ ისინი

თმები ხელებზე: საჭიროა თუ არა მათთან ბრძოლა და როგორ მოვიშოროთ ისინი

დღეს უამრავ გოგონას აქვს კომპლექსი ხელზე მუქი ფერის თმის გამო. საზოგადოება დარწმუნებულია, რომ ქალის სხეული იდეალურად გლუვი უნდა იყოს ყოველგვარი თმის გარეშე, რაც სავსებით არაბუნებრივია.



გოგონებს ყველაზე მეტად აწუხებთ, როცა ხელებზე მუქი და სქელი თმა ირდება, შიშობენ, რომ ეს პოტენციურ რჩეულს დააფრთხობს. როგორ ვებრძოლოთ ამ გავრცელებულ პრობლემას და, საერთოდ, ღირს მასთან ბრძოლა?

ხელის თმებთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდები


დღეს უამრავი საშუალება არსებობს სხეულიდან არასასურველი თმის მოსაშორებლად, მათ შორის, ხელზეც. ძირითად საშუალებებს მიეკუთვნება:
  • პარსვა: გავრცელებული და უმტკივნეულო ვარიანტია, თუმცა თმა სწრაფად იზრდება და უხეშდება.


  • შუგარინგი და ეპილაცია ცვილით: საკმაოდ მარტივი და ხელმისაწვდომი პროცედურაა, რომელიც საშინაო პირობებშიც ტარდება. სწორი პროცედურის შემთხვევაში, პრაქტიკულად არ იწვევს გაღიზიანებასა და ჩაზრდილ თმას.



  • ლაზერული ეპილაცია: აღნიშნული პროცედურა მხოლოდ სპეციალისტის დახმარებით ტარდება, თუმცა თმას ხანგრძლივი დროით აქრობს. ზოგ შემთხვევაში - სამუდამოდაც.


  • ფოტოეპილაცია - ეს მეთოდიც დიდი ხნით გაშორებთ თმას, თუმცა მას თავისი შეზღუდვები აქვს. აღნიშნული საშუალება მუქი თმისა და ღია ფერის კანის მქონეთათვისაა დასაშვები.

    ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ლაზერული და ფიტოეპილაცია დიდ დროს მოითხოვს და რამდენიმე სეანსს მოიცავს.

    ღირს თუ არა ხელის თმასთან ბრძოლა?
    როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თმა ამ ზონაში ბუნებრივი მოვლენაა, რომლის გამოც ნამდვილად არ უნდა გრცხვენოდეთ. თუმცა, თუ ეპილაცია თავდაჯერებულობას მოგმატებთ, ამისთვის უამრავი საშუალება არსებობს.


    ასევე, უნდა იცოდეთ, რომ თმის ზრდის პროცესის მკვეთრი დაჩქარება და გაძლიერება ჰორმონალურ დარღვევებზე მიუთითებს და მკურნალობას მოითხოვს.
    მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

  • ინფორმაცია
    თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.