ამის მაგალითია დედაჩემი, რომელიც ახერხებს იმის დამალვას, რომ უკვე დიდი ხნის წინ გავიდა პენსიაზე. ყველა შუარიან დაქალს ეუბნება, რომ შინ მომზადებული ნიღბები ეხმარება ამაში, სილამაზის მთავარი მტერი კი სიზარმაცე და ქრონიკული დაღლილობაა. მხოლოდ სრულყოფილი ძილი და რეგულარული მოვლა უნარჩუნებს კანს ელასტიურობასა და სიგლუვეს.
სახის ნიღბები 50 წლის შემდეგ
საიდუმლო არაა, რომ სახის კანი, ასაკთან ერთად, უწყლოვდება. ჩნდება სისხლძარღვოვანი ვარსკვლავები და კეროვანი შესქელება. 40 წელს მიახლოებისას ირღვევა პიგმენტაცია, შესამჩნევი ხდება ნაოჭები და კანს მოყვითალო-მონაცრისფრო ელფერი ედება. ამის მიზეზი უამრავია, თუმცა, ხშირად, ეს არასწორი ან არასაკმარისი მოვლაა.
დროის უკან დასაბრუნებლად არაა საჭირო პლასტიკური ჩარევები და ძვირადღირებული საშუალებები. უბრალოდ გადახედეთ საკუთარ ჩვევებს სხვა კუთხიდან და ჩაანაცვლეთ ისინი ანტიასაკობრივი ეშმაკობებით.
ჩვევად შემოიღეთ მზისგან დამცავი კრემის გამოყენება ყოველდღიურად. მზე - ლამაზი კანის მთავარი მტერია. შეამცირეთ პუდრის დოზა - იგი ხერგავს ფორებს და ნაოჭებს უფრო გამოკვეთს. თუ სახეზე დიდი რაოდენობით პიგმენტური ლაქა გაქვთ, გამოიყენეთ ავტორუჯი და არ გადაფაროთ ისინი ტონალური კრემით.
ხელის კრემი აუცილებელია ქუჩაში გასვლამდე და ხელების ყოველი დაბანის შემდეგ. ჩაიცვით რეზინის ხელთათმანეთი რაღაცის რეცხვის დროს.
თვალქვეშ შეშუპებები რომ არ გქონდეთ, შეზღუდეთ მარილის მოხმარება. 40 წლის შემდეგ ჩაანაცვლეთ ხორცი თევზით - იგი უფრო მეტ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს ზრდასრული ორგანიზმისთვის. ეცადეთ, უფრო დიდხანს იძინოთ, დაისვენოთ, დაკავდეთ საყვარელი საქმიანობით და ტყუილად არ ინერვიულოთ. თუ სპორტი არ გამოგდით, ჩვევად დაისახეთ ფეხით სიარული.
კოსმეტოლოგიური პროცედურები საშინაო პირობებში მუდმივად უნდა ჩაიტაროთ. დაიწყეთ დილით სახის დაბანით და საღამოს - კანის გაწმენდით. კანის დაჭიმვა და ნაოჭების გაფერმკრთალება შეგიძლიათ აფთიაქის ვიტამინების დახმარებითაც. ეს სამკურნალო პრეპარატები აღწევს კანში და აჯერებს მას სასარგებლო თვისებებით. ნატურალურ ინგრედიენტებთან კომპლექსში კი ეფექტი რამდენჯერმე გაძლიერდება.
ერთ-ერთი სასწრაფო დახმარების პრეპარატია "ასკორუტინი" - რუტინის(Р) და ასკორბინის მჟავის(С) კომბინაცია. მას კანის უამრავი პრობლემის დროს იყენებენ, ვინაიდან პრეპარატი ზრდის სისხლძარღვების ელასტიურობასა და სისქეს და ბლოკავს ანთებით პროცესებს სახეზე.
"ასკორუტინის" გამოყენება საშინაო ნიღბებში ამცირებს პიგმენტაციას და აუმჯობესებს ცხიმოვანი ჯირკვლების გამავლობას. კანი მკვრივდება და ჯანსაღ იერს იძენს. კოსმეტოლოგიაში ამ პრეპარატს კუპეროზის სამკურნალოდ იყენებენ.
ყველაზე მარტივი საშუალება ამ წამლის გამოყენებისა - დაფქული აბის დამატებაა სახის კრემში. სიწითლისა და სისხლძარღვოვანი კვანძების მოსაშორებლად სახიდან ასკორუტინს სხვა ინგრედიენტებს ურევენ და უშუალოდ დაზიანებულ მონაკვეთებზე ისვამენ.
კუპეროზის საწინააღმდეგო ნიღაბი
შეურიეთ 1 ს.კ. მწვანე ჩაი 1 ს.კ. რძეს, 2 ს.კ. თეთრ თიხასა და ორ დაფქულ აბ "ასკორუტინს". დაიტანეთ ნიღაბი იმ ადგილებზე, სადაც სისხლძარღვები ჩანს. აცადეთ გაშრობა და წაისვით მასა მთელ სახეზე(თვალის ირგვლივ კანის გარდა). 20 წუთში ჩამოიბანეთ ნიღაბი თბილი წყლით.
ნიღაბი პიგმენტური ლაქების წინააღმდეგ
შეურიეთ 1 ს.კ. წიწიბურის ფქვილი, 1 აბი დაფქული "ასკორუტინი" და 15 გ თბილი თხევადი თაფლი. წაისვით ნიღაბი სახეზე, მოერიდეთ თვალის ირგვლივ მონაკვეთს. ჩამოიბანეთ ნიღაბი 30 წუთის შემდეგ თბილი წყლით. არ დაგავიწყდეთ კრემის დატანება პროცედურის შემდეგ. პირველი შედეგები მეორე პროცედურის შემდეგ იქნება შესამჩნევი.
ღრმად გამწმენდი ნიღაბი
შეურიეთ 1 ს.კ. ცისფერი თიხა, 1 აბი "ასკორუტინი", 20 წვეთი სელის ზეთი და 5 წვეთი ლავანდის ზეთი. დაუმატეთ ცოტაოდენი თბილი წყალი, რათა მასა ფაფისებრი გახდეს. დაიტანეთ ნიღაბი კანზე და გაიჩერეთ სრულ გახმობამდე. ჩამოიბანეთ თბილი წყლით ან გვირილის ნახარშით.
ნიღაბი ნაოჭების წინააღმდეგ
1 ს.კ. ჟელატინს დაასხით თბილი წყალი 15 წუთით. როცა ჟელატინი დაიბერება, შეურიეთ 1 აბი "ასკორუტინი" და დადგით წყლის აბაზანაზე. დაუმატეთ წყალი, თუ მასა ძალიან სქელი გამოვიდა. დაიტანეთ ნიღაბი 15 წუთით, ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
როგორც ხედავთ, სილამაზისთვის არაა აუცილებელი დიდი დრო და თანხები. კანის შესაფერისი მოვლა საშინაო პირობებშიც შეგიძლიათ, რითაც უზრუნველყოფთ კარგ გარეგნობას ხანში შესვლის შემდეგაც.