ორგანიზმში E ვიტამინის ნაკლებობა გარეგნობაზე გავლენას ახდენს: ნაოჭები და აკნე წარმოიქმნება, კანი და ტუჩები აქერცვლას იწყებს.
ტოკოდეროლის საიდუმლო ძალის მცოდნე ქალები სახის მოვლისთვის მას ხშირად იყენებენ, ასევე შიგნით ღებულობენ, რომ ასაკობრივი ცვლილებები შეანელონ.
სახის ნიღბები E ვიტამინით
E ვიტამინი პრაქტიკულად ყველა კრემის, რომლებიც კანის დაბერებას ანელებს, შემადგენლობაში შედის. რატომ არ გამოვიყენოთ ეს ვიტამინი სახლის პირობებში?
ახალ ნატურალურ პროდუქტებში საკმარისი რაოდენობის ვიტამინები არის, კანის ყველა ფენის უჯრედების გამოსაკვებად. თუმცა ზოგჯერ ვიტამინებით უფრო გაჯერებული სახის ნიღბების გამოყენება ძალიან სასარგებლოა. განსაკუთრებით პოპულარულია სახის ნიღბები E ვიტამინით.
ასეთი ნიღბები განსაკუთრებით 40-45 წლის ზემოთ ქალებისთვის იქნება ჩამოწელილი, ნაოჭებიანი კანის გასაახალგაზრდავებლად, ასევე პრობლემური მშრალი ან ცხიმიანი კანის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
"რჩევების" რედაქცია ვიტამინზე დაფუძნებულ საუკეთესო რეცეპტებს გთავაზობთ. რეგულარული გამოყენების შედეგად სახის კანი უფრო თანაბარი გახდება, სიყვითლე გაქრება, ხოლო ნაოჭები თანდათანობით გასწორდება.
სტაფილოს და ავოკადოს ნიღაბი
ინგრედიენტები
- 2 ს/კ სტაფილოს პიურე
- 2 ს/კ ახალი ავოკადოს პიურე
- 8 წვეთი E ვიტამინი
ორივე პროდუქტი E ვიტამინით მდიდარია. სტაფილოს და ავოკადოს პიურე ერთმანეთს აურიეთ და E ვიტამინის კაფსულა დაუმატეთ, კარგად აურიეთ და ნიღაბი მზადაა.
გამოყენების წინ კანი თბილი წყლით ჩამოიბანეთ, რომ ფორები გაიხსნას და კანმა ნიღბის საჭირო მკვებავი ნივთიერებები შეიწოვოს. ნიღაბი სახის კანზე, ყელზე და დეკოლტეზე წაისვით, 20 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ კი დიდი რაოდენობის ცივი წყლით ჩამოიბანეთ.
ბანანის ნიღაბი E ვიტამინით
ინგრედიენტები
- 2 ს/კ ბანანის პიურე
- 5-8 კაფსულა E ვიტამინი
ყველა ინგრედიენტი აურიეთ და სუფთა კანზე 30 წუთით გაიჩერეთ. ცივი წყლით ჩამოიბანეთ.
კვერცხის ნიღაბი E ვიტამინით
ინგრედიენტები
- 1 კვერცხის გული
- 3-5 კაფსულა E ვიტამინი
კვერცხის გული E ვიტამინს აურიეთ. სუფთა სახის კანზე, ყელსა და დეკოლტეზე წაისვით 30 წუთით. თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
სახის ვიტამინების ნიღაბი ყოველ საღამოს, 10 დღის განმავლობაში გააკეთეთ, შემდეგ კი ყოველ მეორე დღეს. თქვენი კანი უფრო გლუვი, დაჭიმული და ჯანმრთელი გახდება.
E ვიტამინით მდიდარი პროდუქტები ყოველ დღე მიირთვით, ეს თქვენ კანს ჯანმრთელობის და ახალგაზრდობის შენარჩუნებაში დაეხმარება.
სად ავიღოთ E ვიტამინი?
100 გრ - ასეთია დღიური ნორმა ქალის ორგანიზმისთვის. რომელი პროდუქტები არის "სილამაზის ვიტამინის" წყარო?
- ასკილის ზეთი
- ქაცვი
- მარცვლეულის კულტურები
- კვერცხი
- ცირცელის ნაყოფი
- ნუში და არაქისი
- ავოკადო
- ცხიმიანი ზღვის თევზი
- რძე
- ღვიძლი
- ლობიოს მარცვლეული
- ალუბალი
- ბრიუსელის კომბოსტო
- მზესუმზირა
- გოგრა
- მწვანე ბოსტნეულის ფურცლები
ახლა უკვე იცით, როგორ გამოიყენოთ E ვიტამინის სააფთიაქო კაფსულები კანის მოსავლელად სახლის პირობებში. კანის გასაახალგაზრდავებლად და გასაჯანსაღებლად სუფთა სახით, ნიღბებში და კომპრესების სახით გამოიყენეთ.
თქვენ სახის როგორ ნიღბებს იყენებთ? თქვენი აზრი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, არ დაგავიწყდეთ კომენტარის დაწერა და მეგობრებისთვის მისი გაზიარება - ისინი მადლობელი დაგრჩებიან!