საბედნიეროდ, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ საშინაო პირობებში კანის მოვლა ყოველთვის არ იყო სახიფათო, ჩვეულებრივი საშუალებები მარტივი, ნატურალური ინგრედიენტებისგან შედგებოდა. ჩვენ გაგანდობთ რეცეპტს უძველესი და უნიკალური ნიღბისა, რომელიც ინგლისის მშვენიერი ქალბატონების ბევრმა თაობამ გამოსცადა.
სახის მოვლა საშინაო პირობებში
იმ დროის კოსმეტიკაში ბევრი ორგანული პროდუქტი შედიოდა. არისტოკრატები, რომლებსაც არ სურდათ კანზე მავნე ქიმიკატების დატანება, იყენებდნენ ჩვეულებრივ მანი-ფაფასა და ღვინოს. მათგან ამზადებდნენ სახის ნიღაბს, რომელიც წარმოუდგენლად წმენდდა დაბინძურებულ ფორებს, აშორებდა სიბინძურესა და კანის მკვდარ უჯრედებს, ათეთრებდა შავ წერტილებს და სახეს აბზინებდა.
მანი-ფაფის ნიღაბი
ინგრედიენტები:
- 2 ჩ.კ. მანი-ფაფა
- 1 ჩ.კ. თაფლი
- 1 ჩ.კ. მაწონი დანამატების გარეშე
- 1 ჩ.კ. წითელი, მშრალი ღვინო
- შეურიეთ ყველა ინგრედიენტი შუშის ჭურჭელში ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- გაახურეთ სახე ცხელი პირსახოცის დახმარებით და წაისვით მომზადებული პასტა სახესა და კისერზე. დაიმასაჟეთ წრიული მოძრაობებით.
- გაიჩერეთ ნიღაბი 20 წუთით, შემდეგ კი ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით საყვარელი კრემი.
- გაიმეორეთ პროცედურა კვირაში ორჯერ მაინც, ძილის წინ.
მანი-ფაფა ძველი დროიდან გამოიყენებოდა მშრალი კანის მოსავლელად და გასაახალგაზრდავებლად. იგი მოქმედებს ნატურალური გომაჟის მსგავსად, დელიკატურად ქერცლავს მკვდარ უჯრედებს, აღადგენს სისხლის მიმოქცევას და კვებავს სახეს აუცილებელი მაკრო- და მიკროელემენტებით. თაფლთან ერთად, მანი იდეალურად აღიავებს კანს მზის სხივების ნეგატიური მოქმედების შემდეგ.