» » » 105 წლის იაპონელი ექიმი ამბობს, რომ მის დღეგრძელობას 5 მიზეზი აქვს

105 წლის იაპონელი ექიმი ამბობს, რომ მის დღეგრძელობას 5 მიზეზი აქვს

იაპონელები თავიანთი მტკიცე ჯანმრთელობითა და დღეგრძელობით არიან ცნობილი. აი, თურმე რატომ.

იაპონელმა ექიმმა შიგეაკი ხინოხარამ მრავალი წელი გაატარა დღეგრძელობის შესწავლაში. მას ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი თეორია აქვს, რომლის საფუძველიც 5 პრინციპია, ყველასგან აუცილებლად დასაცავი.

დღეგრძელობის 5 მიზეზი
  1. სიამოვნების მიღება
    სტრესი - ჩვენი დროის აქტუალური პრობლემა და ყველა დაავადების ძირითადი მიზეზია.
    -"ჩვენ გვახსოვს, ბავშვობაში, როცა ვმხიარულობდით, ხშირად გვავიწყდებოდა ჭამა და ძილი. მჯერა, რომ ასეთი ურთიერთდამოკიდებულება დიდობაშიც შეგვიძლია შევინარჩუნოთ. ნუ გადაღლით სხეულს მოთხოვნილებებით, უბრალოდ უსმინეთ საკუთარ ორგანიზმს."

  2. მუდმივად ფორმაში ყოფნა
    ჭარბი წონა - არამხოლოდ გარეგნობის, არამედ გულის, ღვიძლისა და ვენების პრობლემაცაა.
    -"საუზმეზე მე ვსვამ ყავას, ჭიქა რძესა და ცოტაოდენ ფორთოხლის წვენს 1 ს.კ. ზეითუნის ზეთთან ერთად. სადილი - ესაა რძე და ცოტაოდენი ორცხობილა, ან საერთოდ არაფერი, როცა ძალიან დაკავებული ვარ. ვახშამი - ბოსტნეული, ცოტაოდენი თევზი და ბრინჯი, კვირაში ორჯერ კი - 100 გ ხორცი."

  3. ნუ მისდევთ ექიმის მითითებებს ბრმად
    -"როცა ექიმი რაღაც ტესტის ჩაბარებას ან ოპერაციას გირჩევთ, ჰკითხეთ, თუ გააკეთებინებდა ამას თავის ცოლსა და შვილს."

  4. მეტი იმხიარულეთ
    -"ტკივილი ფარულია, ხოლო მხიარულება - მისი დავიწყების საუკეთესო საშუალება. თუ ბავშვს კბილი სტკივა და თქვენ მას ეთამაშებით, ტკივილი ხომ მაშინვე დაავიწყდება."

  5. მეტი იარეთ ფეხით
    ყოველთვის იარეთ კიბეზე და ატარეთ თქვენი ნივთები თქვენ თვითონ.
    -"მე ორ სართულს ავდივარ შეუსვენებლად, რომ ჩემი კუნთები მუდმივად დატვირთული იყოს."
გაითვალისწინეთ 105 წლის გამოცდილი ადამიანის რჩევები. გისურვებთ ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.