» » » მონიკა ბელუჩის პერსონალური დიეტა. ასე იკლებს მსახიობი წონას ფოტოსესიამდე და გადაღებებამდე 5 დღით ადრე.

მონიკა ბელუჩის პერსონალური დიეტა. ასე იკლებს მსახიობი წონას ფოტოსესიამდე და გადაღებებამდე 5 დღით ადრე.

მონიკა ბელუჩი, იტალიელი ლამაზმანი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით სილამაზის ეტალონადაა აღიარებული. 53 წლის ასაკშიც კი ის არაჩვეულებრივად გამოიყურება და საოცრად მიმზიდველი ფორმებით გამოირჩევა, რაც არა მხოლოდ გენეტიკის, არამედ მუდმივად საკუთარ თავზე შრომის დამსახურებაა. ერთ-ერთ გადაცემაში მონიკამ თავად განაცხადა, რომ ის არ მიეკუთვნება ადამიანების იმ კატეგორიას, რომლებიც დილით ადრე იღვიძებენ და სპორტ-დარბაზში წასასვლელად ემზადებიან, თუმცა მიუხედავად ამისა, ის ყოველთვის არაჩვეულებრივ ფორმაში ახერხებს ყოფნას.

ყოველივე ეს, პირდაპირ გეტყვით, მსახიობის პერსონალური დიეტისა და იმ საკვები პროდუქტების დამსახურებაა, რომელთაც უპირატესობას ანიჭებს. როდესაც რამდენიმე ზედმეტი კილოგრამის მოსაშორებლად მცირე დროა დარჩენილი, მონიკა ბელუჩი საკუთარ დიეტას მიმართავს, რომლის შესახებაც დღეს "რჩევების" რედაქცია გიამბობთ.

მონიკა ბელუჩის დიეტა



იტალიის ნომერ პირველი ლამაზმანისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ მის რაციონში შედიოდეს შემდეგი პროდუქტები: მაკარონი ხორბლის მყარი ჯიშებისგან, პომიდორი, არარაფინირებული ზეითუნის ზეთი, ზღვის თევზი, წითელი ღვინო და ცხარე წიწაკა.

ზღვის თევზი - ცილების, ომეგა 3-ისა და ომეგა 6-ის ცხიმოვანი მჟავების ძირითადი წყარო. ცნობისთვის, ჰოლივუდის არაერთ ლამაზმანს მთლიანად აკრძალული აქვს წითელი ხორცის მიღება და უპირატესობას ისინი სწორედ ზღვის პროდუქტებს ანიჭებენ.



რაც შეეხება ზეითუნის ზეთს, მსოფლიოს ყველაზე გამოცდილი შეფ-მზარეულები მას სასარგებლოდ და პრაქტიკულად მოიხსენიებენ. მის გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია ხმელთაშუაზღვის პირეთის ქვეყნების სამზარეულო.

წითელი ღვინო, რა თქმა უნდა მხოლოდ გონივრული რაოდენობით (ნახევარი ბოკალი დღეში), ძალიან სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. გარდა წონის კლების პროცესის სტიმულირებისა, ის მდიდარია ნივთიერება რესვერატროლით, რომელიც თავიდან გვარიდებს ინფარქტს, ინსულტსა და ათეროსკლეროზს.



ცხარე წიწაკა, რომელიც აჩქარებს მეტაბოლიზმს, და წითელი პომიდორი, რომელიც მდიდარია ანტიოქსიდანტებით, გაწმენდს თქვენს ორგანიზმს და მოიყვანს მას წესრიგში.



კვების მენიუ 5 დღისთვის

დღე 1
  • საუზმე: 1 ჭიქა (200 მლ) ხილის ან ბოსტნეულის ახლადგამოწურული წვენი.

  • სადილი: განუსაზღვრელი რაოდენობით სალათის ფურცლები შეზავებული ზეითუნის ზეთით, ლიმონის წვენით და მცირეოდენი ძმრით. ძმარი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ მაწვნითაც.

  • ვახშამი: პასტა ბოსტნეულით (ორთქლზე მოხარშული სტაფილოთი, ყაბაყით, ბადრიჯნით, პომიდვრით, ხახვით ან კიტრით) და პატარა ნაჭერი ხმელი ყველი.



დღე 2
  • საუზმე: 200-250 მლ უცხიმო მაწონი.

  • სადილი: ორი კვერცხი (ნებისმიერი სახით) და პატარა ნაჭერი მთელი მარცვლებისგან დამზადებული პური.

  • ვახშამი: თევზი ბოსტნეულით. კერძი აუცილებლად უნდა მომზადდეს ღუმელში ან გრილზე.



დღე 3
  • საუზმე: 1 ჭიქა (200 მლ) ხილის ან ბოსტნეულის ახლადგამოწურული წვენი.

  • სადილი: კარტოფილის პიურე პატარა ნაჭერ ხმელ ყველთან ერთად.

  • ვახშამი: პასტა პომიდვრის სოუსთან ერთად.



დღე 4
  • საუზმე: 200-250 მლ უცხიმო მაწონი.

  • სადილი: ნებისმიერი სახეობის თევზი (საშ. 100 გ), თუმცა აუცილებლად ღუმელში ან გრილზე მომზადებული.

  • ვახშამი: ბრინჯი ბოსტნეულით.



დღე 5
  • საუზმე: 1 ჭიქა (200 მლ) ხილის ან ბოსტნეულის ახლადგამოწურული წვენი.

  • სადილი: სპაგეტი სანელებლებით.

  • ვახშამი: ანანასი.



როგორც მონიკა ბელუჩი აცხადებს, ის არასდროს იზღუდავს თავს ულუფებში, თუმცა აუცილებელია გონივრულობის გამოჩენა და არ შეიძლება იქამდე ჭამა, სანამ ბოლომდე არ დანაყრდებით.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.