» » » თუ გინდა, 100 წლამდე იცოცხლო, დღეგრძელების 7 წესი უნდა გაითავისო

თუ გინდა, 100 წლამდე იცოცხლო, დღეგრძელების 7 წესი უნდა გაითავისო

იაპონია - დღეგრძელების რაოდენობით მსოფლიოში პირველი ქვეყანაა. დღეისათვის, ამ ქვეყანაში 30 ათასზე მეტი ადამიანია 100 წელს მიღწეული. როგორ აღწევენ იაპონელები ასეთ ასაკს და როგორ გავიმეოროთ მათი გამოცდილება?

დიდი ხნით რომ იცოცხლოთ და, ამასთან, თავს კარგად და ჰარმონიულად გრძნობდეთ, აუცილებელია რამდენიმე წესის დაცვა. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წლის ხართ. ამ პრინციპების დაცვას თუ ახლავე დაიწყებთ, ჯანმრთელობის, ბედნიერებისა და დღეგრძელობის გზაზე დადგებით.

როგორ ვიცხოვროთ დიდხანს
  1. მეტი მოძრაობა
    იაპონელი ბებიები და ბაბუები დღეში 1 საათი მაინც დადიან ფეხით, ზომიერად არიან დაკავებული ყოველდღიური საქმით და ამიტომ იშვიათად აწუხებთ გულის დაავადებები. ფიზიკური აქტივობა დადებითად მოქმედებს წონაზე და ებრძვის ინფექციებს.
    გარდა ამისა, ცნობილია, რომ აერობიკა და ძალოვანი სავარჯიშოები ამცირებს კიბოსა და დიაბეტის გაჩენის რისკს. ფიზიკურად პასიურობა კი ადამიანს სიცოცხლის მთელ 4 წელს ართმევს. დაისვენეთ აქტიურად და არა დივანზე, ტელევიზორთან. ნებისმიერ ასაკში ივარჯიშეთ დილაობით, ირბინეთ, ისეირნეთ ველოსიპედით, დაკავდით ცურვითა და ცეკვით.


  2. წყენის დავიწყება
    მარტივი არაა იმ ადამიანის დავიწყება, რომელიც ცხოვრებას გიწამლავთ. დამოკიდებულების შეცვლა სერიოზული და რთული საქმეა. ბრაზი, ტკივილი, შურისძიების სურვილი - ეს ემოციები გართმევთ ცხოვრებისეულ ძალებსა და სიცოცხლის სიყვარულს. თუ ბრაზმა წონასწორობიდან გამოგიყვანათ, ჩათვალეთ, რომ თქვენმა გამბრაზებელმა თქვენზე გაიმარჯვა. ამ გრძნობების მოსაშორებლად არაა აუცილებელი, ვინმეს რამე აპატიოთ. სულიერად ჯანმრთელი ადამიანები არავის პატიობენ, რადგან არც არავის ადანაშაულებენ. არ აქვს მნიშვნელობა რამეზე გაბრაზებას, ამით სხვის წისქვილზე დაასხამთ წყალს.


  3. მეტი ურთიერთობა
    ჩვენი ასაკოვანი ადამიანების პრობლემა ისაა, რომ დიდ ნაწილს ტელევიზორთან ატარებენ და ერიდებიან ხალხთან კონტაქტს. ასაკოვანი ადამიანები მხოლოდ თავიანთ დაავადებებსა და პრობლემებზე ფიქრობენ. ჩვენ რატომ არ ვიღებთ მაგალითს იაპონელი პენსიონერებისგან? მათთვისაც ხომ რთულია ცხოვრება, თუმცა მუდმივად ატარებენ დროს ძვირფას და საინტერესო ადამიანებთან ერთად: მეგობრებთან, მეზობლებთან თუ ყოფილ კოლეგებთან.


  4. გამოძინება
    ძილი აუცილებელია ძალებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის აღსადგენად. თუ ადამიანს ცუდად სძინავს, ვერ აღიდგენს ძალებს მომდევნო დღისთვის. ძილის უკმარისობისას შეგიძლიათ დაივიწყოთ ჯანმრთელი და ხანგრძლივი ცხოვრების შესახებ. სხვათაშორის, არამხოლოდ მოკლე, არამედ დიდი რაოდენობით ძილით გართმევთ სიცოცხლის წლებს. დაიძინეთ დღეში 7-8 საათი - ეს საკმარისი დროა დასასვენებლად და ძალების აღსადგენად.


  5. სწორი კვება
    ასაკოვნებისთვის არ შეიძლება იმ საკვების მოხმარება, რომელსაც ახალგაზრდობაში მიირთმევდნენ. მოხუცი იაპონელები აღარ მოიხმარენ ხორცს, ვინაიდან ეს მავნე და რთულ საკვებად ითვლება. კვირაში მხოლოდ 2ჯერაა დაშვებული თეთრი ხორცი. თეთრი ფქვილის პროდუქტი კი პირდაპირ ორგანიზმის მკვლელობაა. ამასთან, დიდ ასაკში 1 ჩ.კ.ზე მეტი მარილის მოხმარება არ შეიძლება.


  6. სწავლა და განვითარება
    უამრავი კვლევით დადგინდა, რომ უფრო დიდხანს ისინი ცხოვრობენ, ვინც ურთიერთობს, მოგზაურობს, მუშაობს, მუდმივად ავარჯიშებს ტვინს, სწავლობს ახალ ენებს. დროზე ადრე რომ არ დაბერდეთ, მოეშვით ფიქრსა და ცხოვრებას ინერციით. ნუ იქნება თქვენი ყოველი დღე ერთმანეთის მსგავსი. ტვინი მუდმივად ახალი ინფორმაციის უნდა გაჟღინთოთ - ასე ყოველდღიური რუტინისგან გათავისუფლდებით.


  7. გეგმების აწყობა
    როცა ბავშვები იზრდებიან, მშობლები ნებდებიან და ირჩევენ თითქოსდა ერთადერთ გზას - დაბერებას და სიკვდილს. ეს ძალიან მცდარი წარმოდგენაა, რომლის დროსაც ცხოვრების ცუდი პირობებიც კი აღარ აწუხებს ადამიანს. მეცნიერებმა კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ ადამიანები, რომლებიც გეგმებს აწყობენ და მიზანმიმართულები არიან, 90წელს მაინც აღწევენ და გაცილებით უფრო იშვიათად ავადდებიან, ვიდრე ისინი, ვინც არ ისახავს არავითარ მიზანს.


მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.