» » » ქართული სალათი ფეტას, წითელი ხახვისა და კიტრის მწნილისგან: მიირთვით ის, რაც თქვენია

ქართული სალათი ფეტას, წითელი ხახვისა და კიტრის მწნილისგან: მიირთვით ის, რაც თქვენია

გინდათ ისეთი რამის მომზადება, რაც აქამდე არ გიჭამიათ? ეს სალათი სულ 15 წუთს მოითხოვს. მოამზადეთ ჩვენებური, ქართული სალათი ჩვენ მიერ შემოთავაზებული რეცეპტით.

ინგრედიენტები 6 ულუფაზე
  • 2 დიდი ზომის კიტრი, გათლილი და კუბებად დაჭრილი
  • 1 თავი წვრილად დაჭრილი წითელი ხახვი
  • მარილი და ახლადდაფქული შავი პილპილი
  • 1/2 ჭიქა ბრინჯის ძმარი
  • 1 ს.კ. შაქარი
  • 1/2 ჭიქა დაქუცმაცებული ფეტას ყველი
  • 1/4 ჭიქა დაქუცმაცებული კამა
  1. მოათავსეთ კიტრი და ხახვი დიდ ჯამში, მოაყარეთ მარილი და პილპილი.
  2. პატარა შუშის საზომ ჭიქაში შეურიეთ ბრინჯის ძმარი და შაქარი.
  3. მორწყეთ ძმრის მასით ხახვი და კიტრი, მოურიეთ.
  4. მჭიდროდ დაახურეთ და შედგით მაცივარში 1 საათით მაინც.
  5. მირთმევამდე მოაყარეთ ფეტა და ახალი კამა.
გემრიელად მიირთვით!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.