სალათი ქათმის ღვიძლით
ინგრედიენტები
- 400 გ ქათმის ღვიძლი
- 100 გ სტაფილო-კორეულად
- 2 თავი ხახვი
- 2-3 მჟავე კიტრი
- მაიონეზი
- წვრილად დაჭერით ხახვი და შეწვით მცენარეულ ზეთზე ოქროსფრამდე. დაუმატეთ მარილი და შაქარი.
- ღვიძლი მოხარშეთ, თავიდან ხარშეთ 10 წუთით, რათა დარბილდეს, შემდეგ დაუმატეთ მარილი და ხარშეთ კიდევ 5 წუთით. ამოიღეთ წყლიდან, გააგრილეთ და დაჭერით წვრილ კუბებად.
- შეურიეთ ხახვი და ღვიძლი.
- კორეული სტაფილო დაჭერით წვრილად და დაუმატეთ დანარჩენ ინგრედიენტებს.
- წვრილად დაჭერით კიტრი და ესეც დაუმატეთ ძირითად მასას.
- მოურიეთ და შეაზავეთ მაიონეზით თქვენი გემოვნებით. შეგიძლიათ დაუმატოთ სანელებლები და მარილიც. სალათი მზადაა.