» » » როგორ გავუმკლავდეთ ნაბახუსევს: კუჭის, ტვინისა და გულის რეაბილიტაცია

როგორ გავუმკლავდეთ ნაბახუსევს: კუჭის, ტვინისა და გულის რეაბილიტაცია

ჩვენს ქვეყანაში ახალი წლის აღნიშნვა გაცილებით ადრე იწყება და მომავალი წლის 14 იანვარს მთავრდება. როგორ გადავლახოთ ამ დღესასწაულებით გამოწვეული შედეგი და გავუმკლავდეთ ნაბახუსევს?

როგორ გავუმკლავდეთ ნაბახუსევს
ბევრი ფიქრობს, რომ ნაბახუსევზე საუკეთესო საშუალება ასი გრამი არაყია, თუმცა, ნარკოლოგების თქმით, რაც არ უნდა მოხდეს, ნაბახუსევიდან ალკოჰოლით არ უნდა გამოვიდეთ, განსაკუთრებით, თუ წინ სამუშაო დღე გველის.

თავის ტკივილის მოხსნა და ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნა მარტივ და გემრიელ ესპანურ კერძს შეუძლია, რომელიც არამხოლოდ ფიზიკურად დაგეხმარებათ, არამედ გასტრონომიულადაც გასიამოვნებთ.

ესპანური გასპაჩო
ესპანელები ნაბახუსევზე საუკეთესო საშუალებად გასპაჩოს - პომიდვრის ცივ, მსუბუქ სუპს მიიჩნევენ.


ინგრედიენტები
  • 1 კგ პომიდორი
  • 2 კიტრი
  • 2 ბულგარული წიწაკა
  • 1 წითელი ხახვი
  • 2 კბილი ნიორი
  • 5 ნაჭერი თეთრი პური
  • 1 ს.კ. ლიმონის წვენი
  • 1 ს.კ. წითელი ღვინის ძმარი
  • 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 0.5 ჩ.კ. შაქარი
  • მწიკვი მარილი
მომზადება

  1. გარეცხეთ პომიდორი, ჩაჭერით ჯვრის მსგავსად და ჩაყარეთ მდუღარე წყალში 2 წუთით. გადადეთ ყინულიან წყალში, გააცალეთ კანი, დაჭერით ოთხად.
  2. კიტრი, წიწაკა და ნიორი გაარჩიეთ, დაჭერით წვრილად.
  3. შეურიეთ ბლენდერში პომიდორი, კიტრი, წიწაკა, ნიორი და პური.
  4. მოაყარეთ მარილი და წიწაკა. დაუმატეთ შაქარი, ძმარი და ლიმონის წვენი.
  5. დაუმატეთ ცოტაოდენი ზეთიც, კარგად მოურიეთ და შედგით მაცივარში 1-2 საათით.
  6. სუპი გასპაჩო მზადაა, გემრიელად მიირთვით!

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.