კომბოსტოს ყველა სხვა სახეობას შორის, პეკინური ყველაზე წვნიანია. ხრაშუნებს შორის კი - ყველაზე რბილი. ექიმები მის მომხმარებას ურჩევენ დიაბეტიკებსა და პაციენტებს, რომელთაც გულის დაავადებები აწუხებთ.
ცელულოზით მდიდარი კომბოსტო უნდა იდოს იმ ადამიანების სუფრაზეც, რომლებსაც კუჭის ან ნაწლავების პრობლემები აქვთ.
ეს შესანიშნავი ბოსტნეული, მდიდარი სასარგებლო ნივთიერებებით, ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ავიტამინოზის, მათ შორის, შემოდგომის ავიტამინოზის პროფილაქტიკისთვის, როცა ბუნების სხვა ძღვენები, სამწუხაროდ, კარგავს სასარგებლო ნივთიერებებს.
სწორედ პეკინური კომბოსტოს გამოყენებით მოამზადებთ ყველაზე ნაზ სალათებს! რჩევების რედაქციამ შეარჩია 5 საუკეთესო სალათის რეცეპტი.
პეკინური კომბოსტო შავი ბეგქონდრით
კომბოსტოსა და სტაფილოს სალათი შავი ბეგქონდრით კარგი დანამტი იქნება ძირითად კერძებთან. ხრაშუნა კომბოსტო და სტაფილო შესანიშნავად ერწყმის მაგარ ყველს.
ინგრედიენტები
- 200 გ პეკინური კომბოსტო
- 1 სტაფილო
- 30 გ მაგარი ყველი
- 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
- 1 ჩ.კ. ბროწეულის სოუსი
- შავი ბეგქონდარა და მარილი გემოვნებით
- დაჭერით კომბოსტო და მოათავსეთ დიდ ჭურჭელში.
- დახეხეთ გაფცქვნილი სტაფილო წვრილ სახეხზე და ჩაყარეთ კომბოსტოსთან ერთად.
- დაუმატეთ დახეხილი ყველი, შავი ბეგქონდარა და ცოტაოდენი მარილი.
- შეაზავეთ სალათი ზეთით და სოუსით. კარგად მოურიეთ.
- გემრიელად მიირთვით!
ძალიან მარტივი, თუმცა წვნიანი და უჩვეულო სალათი. აიღეთ ტკბილი ფორთოხალი. შეაზავეთ ნატურალური მაწვნით ან ლიმონის ან ფორთოხლის წვენით. ასევე, შეგიძლიათ არაფრით შეაზავოთ - ისედაც წვნიანია.
ინგრედიენტები
- 1 თავი პეკინური კომბოსტო
- 2 ფორთოხალი
- 1 ჩ.კ. ლიმონის წვენი
- 1 ჩ.კ. ვაშლის ძმარი
- გოგრის თესლები მზესუმზირით
- დაჭერით პეკინური კომბოსტო თხლად(რაც უფრო მიუახლოვდებით ფესვს, მით უფრო თხლად).
- გათალეთ ფორთოხალი და დაყავით ლებნებად.
- მოათავსეთ კომბოსტო, ფორთოხლის ნაჭრები და გოგრის თესლები სასალათე ჭურჭელში.
- მოასხით ლიმონის წვენი და ვაშლის ძმარი. კარგად მოურიეთ.
ეს სალათი ძალიან მსუყე, მკვეთრი და გემრიელია. ინგრედიენტების კომბინაცია უბრალოდ განუმეორებელია.
ინგრედიენტები
- 1 თავი პეკინური კომბოსტო
- 300 გ ლორი
- 100 გ ბერძნული თხილი
- 150 გ მაგარი ყველი
- 200 გ სტაფილო-კორეულად
- 4 კვერცხი
- 300 გ ქათმის ფილე
- ნახევარი ქილა ანანასის კონსერვი
- მწვანე ხახვი და სალათის ფოთლები გემოვნებით
- მარილი და მაიონეზი გემოვნებით
- დაჭერით ლორი კუბებად. არ ჩაანაცვლოთ იგი ძეხვით - გემო სულ სხვანაირია.
- დააქუცმაცეთ და ზეთზე შეწვით კაკალი.
- მსხვილად დახეხეთ ყველი და მოხარშული კვერცხი.
- მოხარშეთ ქათმის ხორცი და დაჭერით მოზრდილ კუბებად.
- ანანასები დიდ ნაჭრებად დაჭერით, ისინი მკვეთრად უნდა იგრძნობოდეს სალათში.
- მწვანე ხახვი დაჭერით თხელ რკალებად.
- შეურიეთ ყველა ინგრედიენტი, დაუმატეთ მარილი და მაიონეზი. კიდევ ერთხელ მოურიეთ. სალათი დაალაგეთ სალათის ფოთლებზე, ასე უფრო ლამაზი იქნება.
ეს სალათი ვიტამინებისა და კარგი განწყობის საუნჯეა!
ინგრედიენტები
- 1 თავი პეკინური კომბოსტო
- 1 ქათმის ფილე
- 1 თავი ხახვი (სურვილისამებრ)
- 1 ქილა სიმინდის კონსერვი
- 1-2 კონა ოხრახუში
- ზეითუნის ზეთი ან მაიონეზი გემოვნებით
- ლიმონის წვენი ან ბალზამური ძმარი გემოვნებით
- სუხარები გემოვნებით
- მარილი, ორეგანო, დაფქული შავი პილპილი გემოვნებით
- დაჭერით კომბოსტო თხლად.
- გამლღვალი ფილე ოდნავ დაბეგვეთ, მოაყარეთ მარილი და წიწაკა. შეწვით გრილზე ან ტაფაზე სრულ მზაობამდე.
- წვრილად დაჭერით ხახვი და ოხრახუში.
- შეურიეთ დიდ თასში დაჭრილი კონბოსტო, სიმინდი, ოხრახუში და სუხარები.
- მოაყარეთ მარილი და დაუმატეთ 1-2 მწიკვი მშრალი ორეგანო. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი.
- გაციებული ქათმის ფილე დაჭერით მოზრდილ კუბებად და დაუმატეთ სალათს.
- შეგიძლიათ სალათი ზეთით ან ლიმონის წვენით შეაზავოთ.
გემრიელი, მსუბუქი, სასარგებლო სალათის მომზადებას სულ რამდენიმე ინგრედიენტი სჭირდება.
ინგრედიენტები
- 450-500 გ კომბოსტო
- 250 გ კიტრი
- 2-3 გ მარილი
- 30 მლ ზეთი
- 1 ჩ.კ. ლიმონის წვენი
- მწვანილი გემოვნებით
- დაშალეთ კომბოსტო ფოთლებად, გარეცხეთ და დაჭერით წვრილად.
- გარეცხეთ კიტრი, მოაჭერით ბოლოები და დაჭერით რკალებად.
- შეურიეთ ბოსტნეული თასში, დაუმატეთ დაჭრილი მწვანილი. შეგიძლიათ გამოიყენოთ ოხრახუში ან კამა.
- მოაყარეთ მარილი და ცოტათი დაპრესეთ ბოსტნეული. დაუმატეთ ზეთი და ლიმონის წვენი. მოურიეთ.