ამასთან, ანა ფსიქოლოგიც იყო. იგი სამყაროს ყოფდა შავად და თეთრად, ასევე, ადამიანებსაც. მან შეიმუშავა სპეციფიკური ტესტი ადამიანის ხასიათის ტიპის განსაზღვრისთვის. ამბობენ, რომ პოეტი არასდროს შემცდარა ადამიანის მიმართ შთაბეჭდილებებში.
ადამიანის ხასიათის ტიპები
ანა ახმატოვამ იცოდა, როგორ განესაზღვრა ადამიანი, სულ ორი კითხვის დასმით. იგი ამ კითხვებს ახალ ნაცნობებს, მეგობრებსა და ახლობლებს უსვამდა. როცა მასთან სტუმრები მიდიოდნენ, პირველ რიგში ეკითხებოდა, ჩაის მიირთმევდა თუ ყავას. საუბრის დროს კი განიხილავდა მანდელშტამისა და პასტერნაკის შემოქმედებას. ამის შემდეგ, იგებდა იმასაც, ადამიანს ძაღლები უფრო უყვარს თუ კატები, საბოლოოდ კი, სტუმრის რეაქციის მიხედვით, ყველაფერს აჯამებდა და ადამიანზე ზოგად წარმოდგენას იქმნიდა.
- ჩაი, ძაღლი, პასტერნაკი
ანა თვლიდა, რომ ასეთი ადამიანის ნდობა შეიძლებოდა. ეს ფსიქიკურად გაწონასწორებული, პირდაპირი და გულწრფელი, ოპტიმისტი პიროვნებაა. ამ ტიპაჟის წარმომადგენლები უბრალოები, თუმცა პატიოსანნი და საიმედონი არიან. მათ შორის უამრავი ადამიანია, რომლებიც წარმატებას აღწევენ საქმიან სფეროში, არ ცვლიან გადაწყვეტილებებს. - ყავა, კატა, მანდელშტამი
ასეთ ადამიანებს მწერალი უფრო რთულ პიროვნებებად მიიჩნევდა, მათში ხშირია სულიერი წინააღმდეგობები, ისინი არაფერში არიან დარწმუნებული. თავისი ბუნებით, ასეთი ადამიანი პესიმისტია. ხშირად, მათ არ აქვთ მკვეთრად დასახული ცხოვრებისეული მიზანი, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე კი მუდმივად ყოყმანობენ.