თქვენთან გატარებული თითოეული წუთი პარტნიორისთვის დაუვიწყარი და სიამოვნების მომგვრელი რომ იყოს, ყოველთვის აუცილებლად სწორად უნდა შეარჩიოთ სიტყვები და ფრაზები.
როგორ ვიურთიერთოთ მამაკაცთან
- "შენ ნამდვილი ჯენტლმენი ხარ!"
არაფერია იმაზე სასიამოვნო მამაკაცისთვის, ვიდრე მისი ქცევის შექება. რაც შეიძლება ხშირად გააჟღერეთ ეს ფრაზა მისი მიმართულებით, როდესაც თქვენი პარტნიორი რაინდულად მოქცევას და თქვენი გულის დაპყრობას ცდილობს. - "შენთან ურთიერთობისას ძალიან ბევრ ახალ და საინტერესო ინფორმაციას ვიღებ"
გამოიყენეთ ეს ფრაზა, რათა აგრძნობინოთ მამაკაცს, რომ მის გვერდში ყოფნა თქვენთვის საინტერესოა. დაე მან იცოდეს, რომ აფასებთ მის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს. ყოველთვის გააჟღერეთ ეს ფრაზა, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის სიმართლეს შეესაბამება. - "შენ იცი, თუ როგორ აქციო უბრალო დღე ნამდვილ დღესასწაულად"
აგრძნობინეთ საყვარელ მამაკაცს, რომ ის მზის ნათელი სხივია თქვენს ცხოვრებაში. ამ ფრაზით მამაკაცი თქვენთვის მნიშვნელოვან ფიგურად იგრძნობს თავს და მიანიჭებთ მას უდიდეს ბედნიერებას. - "იშვიათად შევხვედრილვარ შენნაირ ამბიციურ და მტკიცე ხასიათის მქონე ადამიანს"
ურთიერთობის ადრეულ სტადიაზეც კი შეგიძლიათ ამ ფრაზის გამოყენება, რათა აგრძნობინოთ მამაკაცს, თუ რამდენად ენდობით მას და მის გადაწყვეტილებებს. - "მოუთმენლად ველი ჩვენს შემდეგ შეხვედრას"
თითოეული მამაკაცი აღფრთოვანდება და უსაზღვროდ ბედნიერი იქნება, როდესაც საყვარელი ქალბატონისგან ამ სიტყვებს მოისმენს. ამ ფრაზით თქვენ შეძლებთ მამაკაცის დარწმუნებას იმაში, რომ თქვენთვის ძალიან საინტერესო და სასიამოვნოა მის გვერდში დროის გატარება.
ფრაზები უკვე არსებული ურთიერთობის გასამტკიცებლად.
- "როგორ მინდა, რომ ახლა ჩემს გვერდში იყო"
აბსოლიტურად ნორმალურია, როდესაც გსურს საყვარელი ადამიანის გვერდით ყოფნა. მამაკაცებს ძალიან უყვართ იმის შეგრძნება და განცდა, რომ ისინი ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები არიან თქვენს ცხოვრებაში. ხშირად აგრძნობინეთ მას, რომ გსიამოვნებთ მასთან ერთად დროის გატარება. - "შენ მასწავლე, თუ რა არის ნამდვილი სიყვარული"
რაც არ უნდა სენტიმენტალურად ჟღერდეს ეს ფრაზა, თქვენმა პარტნიორმა და საყვარელმა მამაკაცმა უნდა იცოდეს, რომ თქვენ მასთან ნამდვილი სიყვარული და ძალიან დიდი გრძნობა გაკავშირებთ. ასე თქვენ მას ერთადერთად და განუმეორებლად აგრძნობინებთ თავს. - "შენს გვერდში არაფრის მეშინია"
მამაკაცს ძალიან უყვარს და სიამოვნებს იმის შეგრძნება, რომ ის ძლიერია და გააჩნია უნარი იმისა, რომ დაიცვას საყვარელი ქალბატონი საფრთხისგან. - "შენ ყოველთვის ახერხებ ჩემ გაცინებას"
მიუხედავად ურთიერთთანაცხოვრების არაერთი წელისა, მას კიდევ შეუძლია თქვენი ცხოვრების გალამაზება და თქვენი გამხნევება. მამაკაცმა უნდა იცოდეს, რომ ის სიხარულია თქვენს ცხოვრებაში და ეს უნდა აგრძნობინოთ მაშინაც კი, როდესაც მოწყენილი და სევდიანი ხართ. - "ასე კომფორტულად თავი არასდროს მიგვრძნია"
აგრძნობინეთ მამაკაცს, რომ ის ერთადერთი ადამიანია, ვის გვერდშიც ყოველთვის კომოფრტულად გრძნობს თავს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ ძალიან ძლიერი, მტკიცე ხასიათის ქალბატონი ბრძანდებით და თქვენთვის დამოუკიდებლობა ცხოვრებაში პირველ ადგილზე დგას, თქვენმა მამაკაცმა უნდა იცოდეს, რომ მის გარეშე ვერ გრძნობთ თავს ისე კარგად, მხნედ, ხალისიანად და კომფორტულად, როგორც მასთან ერთად ყოფნის დროს. - "სიტყვებით ვერ გამოვხატავ, თუ რამდენად მიყვარხარ"
ამ ფრაზის წარმოთქმისას და საკუთარი გრძნობების ამგვარად აღწერის დროს, სავსებით შესაძლებელია, ქალბატონმა უხერხულად იგრძნოს თავი, თუმცა საყვარელი ქალბატონისგან წარმოთქმულ ამ სიტყვებს მამაკაცისთვის უდიდესი, უსაზღვრო ბედნიერების მოტანა შეუძლია. - "მსურს, შენს თვალებს სიცოცხლის ბოლომდე ვუყურო"
უთხარით მას, რომ თქვენი მომავალი მის გარეშე ძალიან ცუდად ან საერთოდ ვერ წარმოგიდგენიათ. აგრძნობინეთ, რომ 50 წლის შემდეგაც კი მისი თვალების ყოველდღიურად დანახვა გსურთ და ის ერთადერთია, ვის გვერდშიც საკუთარი მომავალი ბედნიერად გესახებათ.
შეისწავლეთ პარტნიორის ხასიათი იქამდე, სანამ ამ ფრაზებს გააჟღერებთ. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ არასდროს უნდა ააგოთ ურთიერთობა მამაკაცთან ტყუილზე და თქვენ მიერ წარმოთქმული თითოეული ფრაზა უნდა შეესაბამებოდეს სიმართლეს - ეს მყარი და საიმედო ურთიერთობის გარანტიაა!