რჩევების რედაქცია გიზიარებთ საინტერესო ფაქტებს, რომლებიც საკუთარ თავზე აზრს შეგაცვლევინებთ.
მიზოფონია, სიტყვა-სიტყვითი თარგმნით, "ხმის აუტანლობას" ნიშნავს. იგი, როგორც ფსიქიკური მდგომარეობა, პირველად 2000 წელს განიხილეს და ბევრი მკვლევარი ცდილობდა ნეგატიური ემოციების აზრებისა და ფიზიკური რეაქციების შემოწმებას, რომლებსაც სპეციფიკური ხმები იწვევდა.
თუმცა, დიდად ნუ იდარდებთ, რადგან მიზოფონია ჯერ კიდევ არაა კლასიფიცირებული, როგორც სმენის ან ფსიქიატრიული მდგომარეობა.
მიზოფონია არაა უბრალოდ სიტუაცია, როცა არ მოგწონთ ხმა, არამედ ესაა შემთხვევა, როცა ხმები გაგიჟებთ და გაღიზიანებთ. თუ გვერდით ვიღაც ხმამაღლა ღეჭავს ან ყავას ასრუპუნებს, ეს ხმა დაავადებულებს ეჩვენებათ ცენტრალურ ხმად, რომელიც ყველა მხრიდან ისმის.
ზოგჯერ, ეს იწვევს სერიოზულ პრობლემებს ურთიერთობებში, ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან. რეაქციები შეიძლება მოულოდნელი იყოს და ჩხუბი გამოიწვიოს.
კვლევების თანახმად, დიდი ფიზიკური განსხვავება არასებობს მიზოფონიით დაავადებულების ტვინებს შორის. დიდი რაოდენობით მიელინიზაცია, ტვინის იზოლაცია - შეიძლება გამოიწვიოს სწორედ მიზოფონიამ.
შესაძლოა, ეს შვება იყოს თქვენთვის, როცა გაიგებთ, რომ მსგავსი ხმების აუტანლობა უბრალოდ თქვენი ხასიათის ბრალი კი არ არის, არამედ სამედიცინო "ალიბიც" გაქვთ ამისათვის.
არსებობს თუ არა მკურნალობა მიზოფონიისთვის? სპეციალისტები ამბობენ, რომ ზუსტად არაა გამოკვეთილი მსგავსი დაავადების განკურნების მეთოდები, რაც იმას არ ნიშნავს, რომ უნდა დანებდეთ, რადგან პრობლემასთან გამკლავების საშუალებები ნამდვილად არსებობს.
ზოგიერთი ინსტიტუტი გვთავაზობს ჰიპნოთერაპიას - მეთოდს, რომელიც კრის ფირსონმა შეიმუშავა.
მიზოფონიის ყველაზე პოპულარული მკურნალობაა - ხმა. საცხოვრებელი სახლის სპეციალური მოწყობილობების ხმებით გავსება კარგი ვარიანტია.
არსებობს კარგი ამბავიც - ზოგიერთი კვლევის მიხედვით, მიზოფონიის მქონე ადამიანები უფრო კრეატიულები არიან, ვიდრე სხვები.
ვინაიდან და რადგანაც თქვენ ზოგიერთ ხმას უფრო მეტ ყურადღებას აქცევთ, ვიდრე პლანეტის სხვა მაცხოვრებელთა უმეტესობა, უკეთ ამჩნევთ მოვლენებს და კვებავთ ტვინს დეტალებით.
გაუზიარეთ სტატია მეგობარს, რომელსაც, თქვენი აზრით, ეს დარღვევა აღენიშნება.