» » გოგონას 4 თანატოლი ავიწროებდა. 2 წლის შემდეგ დედამ შემაძრწუნებელი რამ აღმოაჩინა. 

გოგონას 4 თანატოლი ავიწროებდა. 2 წლის შემდეგ დედამ შემაძრწუნებელი რამ აღმოაჩინა. 

ადამიანის ცხოვრებაში მოზარდობის პერიოდი ყველაზე რთულ დროდ ითვლება. იცვლება გარეგნობა, ხმა, და რაც მთავარია ფასეულობების გადაფასება ხდება. ამ პერიოდში ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, თუ რას ფიქრობენ მასზე ადამიანები. 

ბევრი ჩვენგანი სკოლის წლებს როგორც უზრუნველ დროს ისე იხსენბს, სადაც დაბრუნება გვსურს. ზოგიერთი კი ისურვებდა სკოლის წლების შესახებ მოგონებები თავიდან ამოეგდო და არასდროს დაბრუნებულიყო. საქმე იმაშია, რომ ბავშვები არც ისეთი უვნებლები არიან, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. 

გოგონას 4 თანატოლი ავიწროებდა. 2 წლის შემდეგ დედამ შემაძრწუნებელი რამ აღმოაჩინა. 

კანადელი რიტე პარსონი მხოლოდ 15 წლის იყო, როცა თავის "მეგობრებთან" საღამოს წვეულებაზე წავიდა. მას წარმოდგენაც არ ჰქონდა რომ წვეულება მისთვის სავალალოდ დასრულდებოდა. იმ ღამეს გოგონა ოთხმა თანაკლასელმა გააუპატიურა. ეს მხოლოდ დასაწყისი იყო: ერთ-ერთმა უნამუსომ ყველა მოქმედება გადაიღო და სურათები მთელ სკოლაში გაავრცელა. 

გოგონას დედამ, ლიამ მომხდარის შესახებ არაფერი იცოდა, რადგან რიტემ გადაწყვიტა არაფერი ეთქვა. თუმცა რამდენიმე ხნის შემდეგ გოგონამ ხმა ამოიღო. 

ლიამ გოგონა საავადმყოფოში წაიყვანა, სადაც ექიმების უმოქმედობას წააწყდა. პოლიციაშიც ამ საქმისადმი ინტერესი, ან დამნაშავეების დასჯის ენთუზიაზმი არ გამოუჩენიათ. პოლიციელებს მომხდარის შესახებ არავინ, მათ შორის ეჭვმიტანილებიც არ დაუკითხავს. ტელეფონის, რომლითაც სურათები გადაიღეს, მოძებნასაც არ აპირებდნენ. 



ამავდროულად, რიტეს ცხოვრება გართულდა. როგორც სკოლაში, ისე ინტერნეტ სივრცეში მასზე მასობრივი დევნა დაიწყო. ყველა მეგობარმა ზურგი შეაქცია. მას შეიძლება ოდესღაც ეს ემოციური სიტუაცია დაევიწყებინა, მაგრამ ყოველდღე ამ საშინელ დღეს ახსენებდნენ. 

"რიტეს სკოლიდან წასვლა მოუწია, რადგან ერთი დღითაც კი არ ასვენებდნენ. ყველა მეგობარმა ჩემ გოგოს ზურგი აქცია. ხალხი მას დასდევდა და ეს ყოველდღე გრძელდებოდა," - იხსენებს ლია. 



გოგონას დეპრესია დაეწყო. შედეგად რიტეს ადამიანებსა და გარშემო სამყაროზე გული აუცრუვდა. აი სოციალურ ქსელ Facebook-ში მისი ბოლო პოსტი, რომელიც 2013 წლის 3 მარტს გამოაქვეყნა:

"ბოლოს ჩვენ გვემახსოვრება არა ჩვენი მტრების სიტყვები, არამედ ჩვენი მეგობრების დუმილი". 

კოშმარული წვეულებიდან 17 თვის შემდეგ, რიტე პარსონმა საკუთარ სახლში სააბაზონში თავი მოიკლა. როცა ლიამ რიტა აღმოაჩინა, უკვე გვიანი იყო. გოგონას თავის ტვინის სერიოზული ტრავმა ჰქონდა. რამდენიმე დღის შემდეგ მშობლებმა ხელოვნური აპარატის გათიშვა გადაწყვიტეს. 



პოლიციას ამ საქმეზე არცერთი ადამიანი არ დაუკავებია, რასაც საკმარისი მტკიცებულების არ არსებობით ხსნიდნენ. რიტეს მამა, გლენ კონინგი თვლის, მისი გოგონა იმედგაცრუების გამო გარდაიცვალა, რადგან ვერც სკოლამ, ვერც პოლიციამ - ვერავინ შეძლო ამ პრობლემის მოგვარება. 



ეს ისტორია ახალი არაა. ხშირად გვესმის უმწეო ბავშვების შესახებ, რომელთაც ავიწროებენ. ხულიგნები კი ისე ცხოვრებენ, თითქოს არაფერი მომხდარა. დროა შეიცვალოს სამყარო. პირველი ნაბიჯი კი არის მეტი ყურადღება ბავშვებს. 
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.