რჩევების რედაქციამ იპოვა რამდენიმე ნატურალური პროდუქტი, რომლებიც ტუჩების დახეთქვა/დასუსხვის დროს დაგეხმარებათ.
- ნიორი
ნიორს მძლავრი ანტიმიკრობული თვისებები აქვს, გეხმარებათ შეშუპების დროს და ამცირებს მკურნალობის დროს. მისი დატანება პირდაპირ ტუჩებზე შეგიძლიათ. თუ მას დასაწყისში, ნახეთქების გაჩენის წინა სტადიაზე გამოიყენებთ, პრევენციასაც შეძლებთ. - ეთერზეთები
პიტნისა და ჩაის ხის ეთერზეთები ცნობილია ანტივირუსული, ანტიბაქტერიული და ანტისეპტიკური თვისებებით და დამტკიცებულია, რომ ეს ზეთები აჩერებს ნახეთქების გაჩენას ადრეულ სტადიებზე.
გახსენით 1-2 წვეთი რომელიმე ზეთი 1 ჩ.კ. ქოქოსის ან ზეითუნის ზეთში და წაისვით ტუჩებზე ბამბის ტამპონით. - C ვიტამინი
იმუნური სისტემის გაძლიერება ამ საკითხში ყველაზე მნიშვნელოვანია, ხოლო C ვიტამინი შესანიშნავი ანტიოქსიდანტი და იმუნიტეტის გამაძლიერებელია. შეივსეთ C ვიტამინის დეფიციტი. - ტუჩის ბალზამი
ლიმონის ბალზამი კონცენტრირებული კრემი და ეფექტური ნატურალური საშუალებაა ტუჩზე ნახეთქების შესახორცებლად. წაისვით უშუალოდ დაზიანებულ მონაკვეთებზე. - ალოე ვერა
ალოე ვერა ძალიან ეფექტური ანტიბაქტერიული პროდუქტია, რომელიც მოსუსხვისა და ნახეთქების დროს ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად ითვლება. ალოეს წასმით თქვენ აღკვეთ ნებისმიერ პოტენციურ ინფექციას.
თუ ეს მცენარე ქოთანში გაქვთ, აიღეთ 2 სმ სიგრძის სქელი ფოთლის ნაჭერი და გააცალეთ გელი. დაიტანეთ ეს გელი 20 წუთით ტუჩებზე, მოერიდეთ ტუჩების ალოკვას! ოც წუთში ჩამოიბანეთ. - ძირტკბილა
ძირტკბილას ფესვი სამკურნალო პროდუქტად უკვე დიდი ხანია გამოიყენება, იგი შეიცავს გლიცერინის მჟავას, რომელიც ანტივირუსული თვისებით გამოირჩევა. შეგიძლიათ, ფესვი უშუალოდ ტუჩებზე დაიტანოთ. - ექინაცეა
ექინაცეა ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი სტიმულატორია იმუნური სისტემისა, რომელზეც პირდაპირაა დამოკიდებული ტუჩების დახეთქვა. - E ვიტამინი