20 გრამის დასამზადებლად დაგჭირდებათ:
ინგრედიენტები:
- 1ჩ/კ არგანის ზეთი
- 1 ჩ/კ ფურისულას ზეთი
- 1 ჩ/კ ქოქოსის კარაქი
- 1/2 ჩ/კ ფუტკრის ცვილი
- 5 წვეთი მელისას ეთერზეთი
- 2 წვეთი ლიმონის ეთერზეთი
- 2 წვეთი მანდარინის ეთერზეთი
- 1 წვეთი მირისის ეთერზეთი
მომზადების წესი:
შეათბეთ ზეთები, კარაქი და ცვილი ორთქლის აბაზანაზე. ცვილი რომ გადნება, გადმოდგით ცეცხლიდან.
დაუმატეთ ეთერზეთები და კარგად აურიეთ.
გადაასხით სტერილურ ქილაში და დატოვეთ გასაგრილებლად. დაახურეთ თავსახური და შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას. ვარგისია 3 თვემდე.
გამოყენების წესი:
ნაზად შეიზილეთ ფრჩხილებსა და ნუნებში. საჭიროების შემთხვევაში მეორედ წაისვით.