40 გრამის დასამზადებლად დაგჭირდებათ
ინგრედიენტები:
- 1 ს/კ ქოქოსის ზეთი
- 1 ჩ/კ შიის კაკლის კარაქი
- 1 ჩ/კ ნუშის ზეთი
- 1 ჩ/კ ფუტკრის ცვილი
- 4 წვეთი ლაიმის ეთერზეთი
- 1 წვეთი ლიმონის ეთერზეთი
მომზადების წესი:
- ორთქლზე გაადნეთ ინგრედიენტი, ეთერზეთების გარდა. როდესაც ცვილი გადნება, გადმოდგით ცეცხლიდან.
- გაგრილების შემდეგ დაუმატეთ ეთერზეთები და კარგად აურიეთ.
- ჩაასხით მიღებული მასა სტერილურ ქილაში და გასაგრილებლად დატოვეთ 1 საათით. დაახურეთ თავზე და შეინახეთ გრილსა და ბნელ ადგილას. ინახება 3 თვე.
გამოყენების წესი:
წაისვით გამომშრალ და დასატენიანებელ ტუჩებზე. გამოიყენეთ ძილის წინ, რათა ტუჩებმა ტენი ძილის დროს შეინარჩუნოს.