50 გრ დასამზადებლად დაგჭირდებათ
ინგრედიენტები:
- 1 ჩ/კ ფუტკრის ცვილი
- 1 ჩ/კ კარნაუბას ცვილი
- 1 ჩ/კ აბუსალათინის ზეთი
- 1 ჩ/კ კანაფის თესლის ზეთი
- 1 ს/კ მზესუმზირის ზეთი
- 1 ს/კ ჟოჟობას ზეთი
- 5 წვეთი მირისის ეთერზეთი
- 4 წვეთი ლავანდის ეთერზეთი
მომზადების წესი:
- შეათბეთ ცვილები და ზეთები აბაზანაზე. გადმოდგით ცეცხლიდან, როცა ცვილი გადნება.
- დაუმატეთ ეთერზეთები, აურიეთ და გააგრილეთ დაახლოებით ერთი საათით, თან შიგადაშიგ ურიეთ.
- გადაიტანეთ სტერილურ ქილაში და მაშინვე გამოიყენეთ ან შეინახეთ გრილ, მშრალ ადგილას, ინახება 6 თვე.
გამოყენება:
აიქერცლეთ პემზის ქვით და კარგად დაიბანეთ ფეხები. შემდეგ გაიმშრალეთ და კანში მალამო შეიზილეთ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მშრალ, დახეთქილ უბნებს.
დაზიანებული ქუსლები კვებეთ მდიდარი მალამოთი ან სამკურნალო საცხებით, როლებიც ნახეთქების ძირამდე აღწევს. დაიდეთ ღამით, ჩაიცვით თხელი წინდები და დილით ქუსლები შესამჩნევად დამშვიდებული და დარბილებული იქნება.