» » » "ნუთელა" ისვენებს - შინ მომზადებული ნატურალური ვაშლის კარაქი, რომელსაც არაფერი შეედრება

"ნუთელა" ისვენებს - შინ მომზადებული ნატურალური ვაშლის კარაქი, რომელსაც არაფერი შეედრება

დილის უმარტივესი ბუტერბროდის ფორმულა უკვე რამდენიმე ათწლეულია, არ იცვლება. რა შეიძლება იყოს კარაქიან პურზე უკეთესი? გპასუხობთ: მხოლოდ ვაშლის კარაქიანი პური! ეს არაა ტკბილი ჯემი ან მურაბა. ვაშლის კარაქი - პიკანტური წასასმელია ბუტერბროდზე ნაზი, ნაღებისა და თხილის გემოთი.



ვაშლის კარაქი
კლასიკურ ვაშლის კარაქს ვაშლის პიურესგან ამზადებს. თუმცა დღეს, რჩევების რედაქცია გასწავლით არომატულ ვაშლის კარაქის მომზადებას თხილით. მიუხედავად მისი კალორიულობისა, ნამდვილად არ ინანებთ ასეთი კარაქის მირთმევას დილის ჩაისთან.



ინგრედიენტები
  • 2 ც მომჟავო-მოტკბო სახეობის ვაშლი
  • 50 გ ბერძნული კაკალი
  • 250 გ კარაქი
  • 1 ხახვი შალოტი ან 1 თავი ტკბილი ხახვი
  • 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • მარილი, ბეგქონდარა, რეჰანი, როზმარინი გემოვნებით


მომზადება
  1. გათალეთ ვაშლები, მოაშორეთ გული და დაჭერით ლებნებად. ხახვი - წრეებად.
  2. სქელძირიან ტაფაში გაათბეთ ზეითუნის ზეტი და შეწვით ვაშლი და ხახვი დარბილებამდე. დაუმატეთ სანელებლები, მარილი და მთლიანად გააგრილეთ.
  3. დააფქვიეთ ვაშლისა და ხახვის მასა ბლენდერში და დაუმატეთ დანაყული კაკალი.


  4. მიღებული პიურე შეურიეთ ოთახის ტემპერატურის კარაქს.
  5. მოათავსეთ ვაშლის კარაქი თავსახურიან კონტეინერში და შეინახეთ არაუმეტეს 7 დღის მანძილზე.

გემრიელად მიირთვით!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.