» » » დააგემოვნეთ ნოყიერი და უგემრიელესი ვაშლის პუდინგი

დააგემოვნეთ ნოყიერი და უგემრიელესი ვაშლის პუდინგი

პუდინგი ეს არის ინგლისური დესერტი. ამზადებენ ბურღულის, ფქვილის, ხაჭოს ან სხვა მასალისაგან – შაქრის, კვერცხის, რძის და მისთანების დამატებით. პუდინგს უმატებენ ხილსა და სხვადასხვა არომატებს. ინგლისში პუდინგი ითვლებოდა შობის ტრადიციულ კერძად. მის მომზადებას ბევრი ძალისხმევა ნამდვილად არ სჭირდება.

ვაშლის პუდინგი

ინგრედიენტები:
  • ვაშლი - 1 1/2 კილოგრამი
  • შაქარი - 200 გრამი
  • რძე - 2 ჩაის ჭიქა
  • კვერცხი 4-5 ცალი
  • დაფხვნილი თეთრი პური - 2 ჩაის ჭიქა
  • ვაშლის ან მსხლის კომპოტი - 1/2 კილოგრამი
  • არაჟანი - 1/2 ჩაის ჭიქა
  • დარიჩინი - 1 ჩაის კოვზი
  • ერბო - 80 გრამი
  • დანაყილი ორცხობილა - 1 სუფრის კოვზი

დამზადების წესი:

ადუღებულ და გაცივებულ რძეში ჩავლესოთ შქართან არეული კვერცხის გული, ჩავყაროთ დაფხვნილი თეთრი პურის გული, არაჟანი ან მაწონი და დანაყილი დარიჩინი, ეს მასა მთლიანად ჩავდოთ ერბოწასმულ და ორცხობილამოყრილ "ბურჟუიკაში". მეორე ფენად დავადოთ შაქრიანი ვაშლის პიურე, ზემოდან იგივე მასა და ა.შ. იმავე კვერცხების თეთრად ათქვეფილ ცილას გავურიოთ ვაშლის პიურე და ეს ვარდისფერი ცილა ზემოდან აქა-იქ დავაფინოთ. გამოვაცხოთ შეწითლებამდე. სუფრაზე ცალკე მივიტანოთ ვაშლის და მსხლის კომპოტი.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.