ვაშლის ჟელე
ინგრედიენტები
- 1 კგ ვაშლი
- 750 გ შაქარი
- 1 ლიმონი
- 50 გ ბერძნული თხილი (სურვილისამებრ)
- 1/3 ჩ.კ. ლიმონმჟავა
- გარეცხეთ და დაჭერით ვაშლი 8 ნაწილად, ჩაალაგეთ ქვაბში.
- ლიმონი დაჭერით ლებნებად და დაუმატეთ ვაშლს.
- დაასხით წყალი ისე, რომ ხილი ოდნავ დაფაროს.
- დადგით ცეცხლზე, აადუღეთ და ხარშეთ, სანამ ვაშლები არ დარბილდება.
- შემდეგ გაწურეთ წვენი და ვაშლიც. აუცილებლობის შემთხვევაში, წვენი ისევ გაწურეთ. დაწურული ვაშლის გამოყენება შეგიძლიათ ჯემის მოსამზადებლად.
- თითო ლიტრ წვენზე დაგჭირდებათ 600 გ შაქარი. დადგით ისევ ცეცხლზე და ადუღეთ მაღალ ცეცხლზე 1 საათით.
- მურაბა მზადაა, როცა სიროფის წვეთი თეფშზე გამყარდება, ფერი კი ქარვისებრი იქნება.
- დუღილის დამთავრებამდე 2-3 წუთით ადრე დაამატეთ ლიმონმჟავა და გაწმენდილი თხილის დიდი ნატეხები.
- მზა ჟლე ჩაასხით გასტერილებულ ქილებში, დაახურეთ თავსახური ან ქაღალდი და გააგრილეთ. შემდეგ მჭიდროდ მოხუფეთ თავსახურით და შეინახეთ გრილ ადგილას.