» » » ღვთიური, ჰაეროვანი ღვეზელი ნებისმიერ მოსაწყენ დესერტს ღირსეულად ჩაანაცვლებს

ღვთიური, ჰაეროვანი ღვეზელი ნებისმიერ მოსაწყენ დესერტს ღირსეულად ჩაანაცვლებს

რჩევების რედაქცია გთავაზობთ ძალიან სწრაფი და მარტივი ვაშლის ღვეზელის რეცეპტს. მისი მთავარი უპირატესობაა ვაშლისა და ნაზი არაჟნის კრემის კომბინაცია.



ვაშლის ღვეზელი კრემით
ინგრედიენტები
  • 1 კგ ვაშლი
  • 2 ჭიქა ფქვილი
  • 150 გ კარაქი
  • 0.5 ჭიქა არაჟანი
  • 0.5 ჩ.კ. სოდა
  • 1 კვერცხი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 1 ჩ.კ. ძმარი
მომზადება
  1. 2 ს.კ. ფქვილი დაიტოვეთ კრემისთვის, დანარჩენი კი შეურიეთ დარბილებულ კარაქს, დაასხით ნახევარი ჭიქა წყალი და კარგად მოურიეთ.


  2. ცომს დაუმატეთ ძმარში გახსნილი სოდა. მოამზადეთ რბილი ცომი, რომელიც ხელებს არ მიეწებება.


  3. გათალეთ ვაშლი, მოაშორეთ გული და დაჭერით თხელ ნაჭრებად. ეცადეთ, აიღოთ სხვადასხვა სახეობის ვაშლები. ასე უფრო გემრიელი იქნება, თუ ტკბილ და მჟავე სახეობას შეურევთ.


  4. გააბრტყელეთ ცომი, მოათავსეთ ზეთწასმულ ფორმაში და მოალაგეთ ვაშლები სასურველი სახით. შეგიძლიათ, ვაშლებს ზემოდან დარიჩინი და შაქარი მოაყაროთ.


  5. კრემისთვის: ათქვიფეთ მიქსერით შაქარი, არაჟანი, კვერცხი და 2 ს.კ. ფქვილი. კრემი თხევადი უნდა გამოვიდეს.


  6. დაასხით კრემი ვაშლიან ცომს. შედგით ღუმელში 40-50 წუთით 200 გრადუსზე. ღვეზელის მზაობა შეამოწმეთ ჩხირით.

  7. გააჩერეთ ღვეზელი ფორმაში და მხოლოდ გაგრილების შემდეგ ამოიღეთ. მოაყარეთ შაქრის პუდრი.
ღვეზელი მიირთვით ჩაისთან ერთად და არ დაგავიწყდეთ, რეცეპტი მეგობრებსაც გაუზიაროთ.



მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.