დედა - ხელშეუხებელი, უსასრული და უხილავი სამუდამო კავშირია. თუმცა, ერთხელ დადგება ის დღე, როცა დედა მოხუცდება. იმ მთლიანი აზრს გაგება და მიღება, რომელსაც ეს ერთი სიტყვა შეიცავს - უდიდესი მუშაობაა, პირველ რიგში, საკუთარ თავზე.
ცოტა ხნის წინ შემხვდა ერთ-ერთი ოჯახური ისტორია, რომელიც ასახავდა ოჯახის წევრების დამოკიდებულებას ბებიის მიმართ. არა, ეს არაა კიდევ ერთი ფსიქოლოგიური ზეწოლა "რასაც დასთესავ, იმას მოიმკი" სტილში. ეს ნამდვილად მტკიცე, შთამაგონებელი ტექსტია პირადი გამოცდილებიდან.
-"ვიხსენებ დედაჩემს, როცა იგი ახალგაზრდა ბებია გახდა პირველი შვილიშვილებისთვის. ორი შვილიშვილი აიყვანა, მანქანის უკანა სავარძლებზე დასვა, თვითონ საჭეს მიუჯდა და აგარაკზე გაეშურა. "ბოსტნეული მხოლოდ ბოსტნიდან უნდა მიირთვა!" "სუპი ყოველდღე უნდა მოამზადო".
საკუთარი აზრი ნებისმიერ საკითხზე, გაჯერებული გამოცდილებით. ცხოვრების აქტიური პოზიცია: "მაცივარში არაფერი გაქვთ? მე ხარჩო მოგიტანეთ". "აჰა, აიღე ფული, თბილი ქურთუკი იყიდე, ბოლოს და ბოლოს!" "სიძევ, ნუთუ თაროს სწორად მიმაგრება არ შეგიძლია? აი, უყურე, როგორ უნდა!" და ა.შ. თქვენ თვითონაც ხვდებით.
როგორია ძირითადი პრობლემები ახალგაზრდა მშობლებსა და უფროს თაობას შორის? ჩვენ ვცდილობთ თავისუფალი სივრცის ქონასა და საზღვრების შემოხაზვას, ან ვჩივით უფროსი თაობის მიერ დახმარების სურვილის ქონის გამო. ხანდახან ორივე..
თუმცა, უცებ, რაღაც მომენტში ხვდებით: ბებიას უკვე აღარ შეუძლია ხეზე აძვრომა ვაშლების მოსაკრეფად. ვერ მიდის შვილიშვილებთან ერთად შორეულ ტყეში სოკოებისა და კენკრის მოსაგროვებლად: ფეხები სტკივა. ვერ შეიყვანს ბავშვს რაღაც წრეში და 1 საათით ვერ დაელოდება: დიდი ხნით ჯდომისგან ზურგი ასტკივდება. მისთვის რთულია ბავშვის გამოყვანა ბაღიდან: ჯგუფი მესამე სართულზეა.
შენ უმსუბუქებ დატვირთვას ბებიას, აგყავს ძიძა ან შვილს წამოზრდილ და-ძმას უტოვებ. თუმცა, თუ დიდი ხნის მანძილზე არ სთხოვ შვილიშვილის დატოვებას - სწყინს. "სულ დაგავიწყდით" - ამბობს.
თანდათან ჩნდება და ივსება მისი ცხოვრება ახალი საზრუნავით პენსიონერის ამპლუაში: აფთიაქი - ექიმი - ტელევიზორი. შენ, შენი ოჯახითა და ბავშვებით, აუცილებლად გექნებათ ადგილი, თუმცა უკვე სხვაგან.
მთავარია, ბებიამ გაიაზროს, რომ იგი უყვართ, სჭირდებათ, მიუხედავად იმისა, გეხმარება თუ არა ბავშვების მოვლასა და სახლის საქმეებში. ჩვენ უმცროს შვილებთან ერთად, პერიოდულად, ვსტუმრობთ ბებიას სახლში და გაგვყავს სუფთა ჰაერზე სასეირნოდ. შემდეგ - ახლოს კაფეში ვსადილობთ.
თუ ბებიას ოჯახის დახმარება უნდა, თუმცა ძალა ცოტაღა თუ შერჩა, მაინც შეგიძლიათ, მის ენთუზიაზმს გამოყენება მისცეთ. "გამოაცხვე ღვეზელები, შენ უფრო გემრიელი გამოგდის. მე კვირა საღამოს შემოვივლი და წავიღებ - ჩემს ვაჟს სკოლაშიც გავატან, ძალიან უყვარს." მოიქეცით ასე ტრადიციულად, თუ ბებიას ამის გაკეთება შეუძლია."
ასაკოვანთა ფსიქოლოგია და მათთან ურთიერთობა ურთიერთდამოკიდებულების სტანდარტული ფსიქოლოგიისგან განსხვავდება. ჩვენ გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც გაგიმარტივებთ ურთიერთობას მოხუც მშობლებთან.
- მიმართეთ გრძნობებს და არა ლოგიკას
ასაკოვანი ადამიანები ხელმძღვანელობენ სტერეოტიპებით, რომლებიც ჩვენს დროში არაა აქტუალური. მხოლოდ მოთმენა დაგეხმარებათ უსიამოვნებების თავიდან აცილებაში. - ჩანაცვლება
ხანდახან, ზედმეტ რჩევებს რომ მოერიდოთ, შესთავაზეთ მის მიერ გაკრიტიკებული საქმის თქვენ ნაცვლად შესრულება. მოხუცს მხედველობა ღალატობს, არც ხელები ემორჩილება საჭირო დონეზე. დიდი ალბათობით, ასეთი საუბარი დასრულდება ფრაზით: "როგორც იცი, ისე გააკეთე". - შეცვალეთ ადგილი და არა ადამიანი
მოხუცები პრეტენზიულები ხდებიან მათი სურვილის საწინააღმდეგოდ. მათ მართავენ გრძნობები, შეგრძნებები და არა საღი აზრი. ბებიასთვის მოსახერხებელი არ იქნება თაროებს მიწვდომა, უჭირს ფეხსაცმლის გახდა.. სცადეთ სივრცის ისე მოწყობა, რომ მოხუცებისთვის მოუხერხებლობა და უსიამოვნებები არ გამოიწვიოს. - გამოავლინეთ ინტერესი
დაუქნიეთ თავი, მოუსმინეთ და ჩაეკითხეთ საპენსიო რეფორმის შესახებ. მოუსმინეთ მის წუწუნს საჯარო მოხელეებისა და მომატებული ფასების შესახებ. დასვით კითხვები, თუნდაც სულელური და უადგილო. ეს მოხუცს არ მისცემს საშუალებას, უსიამოვნო რამეებზე იფიქროს. - მიეცით საქმე
მოიფიქრეთ რაღაც საქმე, თუნდაც მისი ხელახლა გაკეთება მოგიხდეთ, დაასაქმეთ მოხუცი. დაკავებულ ადამიანს არ აქვს წუწუნისა და მოთქმის დროს. ახალი გაზეთების დასტა, ახალი არხები ტელევიზორში სასწაულებს ახდენს.