მკურნალობის მეთოდი ძალიან მარტივია:
როგორც კი კულმუხოს ახალი ღეროები გაჩნდება და ყვავილების გამოტანას იწყებს, დედა ამ ღეროებს აგროვებს, კანს აცლის და ჭამს, როგორც მწვანილს, დღეში რამდენჯერმე. ასე იქცევა, ვიდრე კულმუხოს ღეროები აქვს. მე მართლაც დავრწმუნდი ამ მცენარის ეფექტურობაში, რადგან დედა თავს ძალიან კარგად გრძნობს, საერთო მდგომარეობაც უუმჯობესდება.
ექიმის კომენტარი:
კულმუხო 50-60 სმ სიმაღლის ბალახოვანი მცენარეა, იზედება ნესტიან ადგილებში, აქვს სწორად მდგომი ღეროები, რომლებიც ზემოთკენ ოდნავ დატოტვილია და დიდი რბილი ფოთლები. კულმუხო შეიცავს ეთერზეთს, E ვიტამინს, საპონინებს, ინსულინს, პოლისაქარიდებს და სხვა აქტიურ ნივთიერებებს. მცენარეს აქვს ანტიანთებითი, ანტიმიკრობული, ამოსახველებელი, ნაღველმდენი და შარდმდენი მოქმედება. კულმუხოს ნაყენი გამოიყენება კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს - იგი ამცირებს ნაწლავის მოტორულ და სეკრეტორულ აქტიურობას, აწესრიგებს საჭმლის მონელებას, აცხრობს კუჭისა და ნაწლავების ანთებებს. გამოკვლევებმა დაადგინა, რომ კულმუხოს აქვს ამოსახველებელი მოქმედება, ამცირებს ბრონქების სეკრეციას (ლორწოს გამოყოფას) სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებების (ბრონქიტები, ტრაქეიტები და სხვა) და გრიპის დროს. განსაკუთრებით ეფექტიანია კულმუხოს პრეპარატები დიდი რაოდენობით მკვრივი ნახველის არსებობისას. ჩატარდა გამოკვლევა კულმუხოს კუჭის წყლულის სამკურნალოდ გამოყენების მიზანშეწონილობის დასადგენად და აღმოჩნდა, რომ იგი ხელს უწყობს წყლულის შეხორცებას ან ზომის შემცირებას.