» » » პომიდორი - ნატურალური ბოტოქსი: დედის შედეგის ნახვის შემდეგ სილამაზის ინექციებზე უარი ვთქვი

პომიდორი - ნატურალური ბოტოქსი: დედის შედეგის ნახვის შემდეგ სილამაზის ინექციებზე უარი ვთქვი

დედაჩემი სიმართლეს არასდროს ამბობს, როცა მას ასაკის შესახებ ეკითხებიან. ის ყოველთვის ხუმრობს: "რა, არ მეტყობა? ცოტა ხნის წინ 30-ის ვიყავი, სულით კვლავ 18-ის ვარ!". ვაღიარებ, მისი მშურს. ის, თუ როგორ უვლის დედა საკუთარ თავს, აღფრთოვანებაში მოვყავარ. გასაოცარი არაა, სცადეთ იყოთ შეუდარებელი პენსიის ასაკში!

სახის გამწმენდი ნიღაბი

ცხოვრების ამ რიტმში ბევრ ქალს საკუთარი თავისთვის დღეში მხოლოდ რამდენიმე წუთის გამოყოფა შეუძლია. სამსახურის, ყოველდღიური სახლის საქმეებით და მომზადებით დაღლილ თანამედროვე ქალს მხოლოდ დასვენება სურს. დრო კი მიდის, სილამაზე უკან რჩება და სახეზე პირველი ნაოჭები ჩნდება...

ბრძენი ადამიანები ამბობენ: "საკუთარ თავზე ზრუნვა - პირველ რიგში საკუთარი თავის მიმართ სიყვარულის გამოხატულებაა". დაწყება არასდროს არ არის გვიანი. განსაკუთრებით მაშინ, როცა გამოცდილ სილამაზის რეცეპტის "რჩევების" რედაქცია გთავაზობთ. 



სახის პომიდვრის ნიღაბი, რომელიც ფორებს წმენდს, ჩემი კანის მოვლის 5 საუკეთესო საშუალებაში შედის. მისი გამოყენება ხანგრძლივად კანის დასაჭიმად შეგიძლიათ. ნიღაბს ღამე ძილის წინ, კვირაში ერთხელ ვიკეთებ. ერთი თვე რეგულარული გამოყენების შემთხვევაში ბატის თათები ნაკლებად შესამჩნევი გახდა და თვალების ირგვლივ ნაოჭები გასწორდა. სწორედ ამიტომ მის რეგულარულად გამოყენებას ვაგრძელებ, შედეგი ძალიან მომწონს!

​შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ამ ნიღბის მთავარ კომპონენტად პომიდორი აირჩიეს. დასკვნების გამოტანა არ იჩქაროთ. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ პომიდორი ძლიერ მოქმედ ანტიოქსიდანტ - ლიკოპენს შეიცავს. ის კანს ულტრაიისფერი სხივებისგან იცავს და ნაოჭებს ასწორებს. ნაყოფი კი ორგანულ მჟავებს შეიცავს, რომლებიც კანის მკვდარ უჯრედებს ნაზად აშორებს. კანი "პომიდვრის ბოტოქსის" შემდეგ განახლებული, ნათელი და ძალიან რბილი ხდება. 



დამტკიცებულია, რომ მისი რეგულარული გამოყენება პროკოლაგენის დონეს ზრდის, რომლის უკმარისობაც ჩამოწეულ კანს და ნაოჭებს იწვევს. პროკოლაგენი კანის ელასტიურობას ზრდის და დაბერების პროცესს აფერხებს. თუ პომიდვრის ნიღაბს სახლის პირობებში გამოვიყენებთ, ეფექტი უფრო ძლიერი იქნება. მაქსიმალური ეფექტის მისაღებად პომიდვრის ნიღაბს განსაკუთრებული კომპონენტი უნდა დაუმატოთ. ჩაიწერეთ რეცეპტი. 

ინგრედიენტები

  • 1 პომიდორი

  • 1 ს/კ კარტოფილის სახამებელი

  • 0.5 ჩ/კ ზეითუნის ზეთი ან ყურძნის ყუნწების ზეთი




ეს რეცეპტი ნორმალური და მშრალი კანისთვის გამოდგება. ცხიმიანი კანისთვის, რომელიც აკნესკენ არის მიდრეკილი, ზეითუნის ზეთი უმჯობესია ყურძნის ყუნწების ან ნიგვზის ზეთით ჩაანაცვლოთ. ხარისხიანი პომიდორი შეარჩიეთ, ზედმეტი დაზიანებების გარეშე. უმჯობესია, თუ ოდნავ გადამწიფებული იქნება. თუ პომიდორზე საკვები ალერგია გაქვთ, არ გარისკოთ და მის გამოყენებაზე უარი თქვით. 

გამოყენებამდე პომიდორს ცხელი წყალი დაასხით და კანი მოაშორეთ. დააბლენდერეთ ისე, რომ ფაფის მსგავსი მასა მიიღოთ. 2 ს/კ მასას სახამებელი და ზეთი დაუმატეთ. ნარევი წყლის ორთქლზე გააცხელეთ, მუდმივად აურიეთ. აუცილებელია რომ ნიღაბი ოდნავ სქელი იყოს. 



გაგრილებული ნიღაბი სახეზე მსუბუქი წრიული მოძრაობით წაისვით. სახეზე 25 წუთით გაიჩერეთ და თბილი წყლით ჩამოიბანეთ. წასმის შემდეგ დამატენიანებელი კრემი წაისვით. პროცედურა კვირაში 1-2-ჯერ გამოიყენეთ 1 თვის განმავლობაში, შემდეგ ორი კვირით შეისვენეთ და კვლავ გაიმეორეთ. 



სახის გამწმენდი ნიღბის სახლის პირობებში გაკეთება აუცილებლად სცადეთ. მათი მომზადება ძალიან მარტივი, უსაფრთხო და იაფია. 

არ დაგავიწყდეთ, ეს სასარგებლო სტატია თქვენს მეგობრებს გაუზიარეთ!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.