» » ჭამეთ თევზი და თქვენ ეინშტეინის დედა გახდებით

ჭამეთ თევზი და თქვენ ეინშტეინის დედა გახდებით

არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ თუ ორსული ქალის რაციონში იქნება დიდი რაოდენობით თევზი, იგი ვუნდერკინდის და გენიოსის თუ არა, ძალიან ჭკვიანი ადამიანის დედა გახდება. ბრისტოლის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეისწავლეს 1991 და 1992 წლებში დაბადებული დაახლოებით 8 ათასი ახალშობილის ბიოგრაფია. გამოკვლევის ყურადღების ცენტრში იყო მათი დედების დიეტა ორსულობის პერიოდში. დადგინდა საონტერესო კანონზომიერება: ინტელექტი პატარებში იზრდებოდა იმ თევზის რაოდენობის პროპორციულად, რაც დედიკოებმა ორსულობის პერიოდში მიირთვეს. პატარების ტესტირება ხდებოდა 15 თვის ასაკში. ტვინის გაძლიერებულ მუშაობას განაპირობებს ცხიმები ომეგა - 2 და ომეგა - 6. სწორედ ეს კომპონენტები შედიან თევზის ქონის შემადგენლობაში. ასე რომ, თავად განსაჯეთ - გახდებით თუ არა მომავალი ნობელის ლაურეანტების დედა. სხვათა შორის, ეს თეორია უკვე დამტკიცებულია. დიდ ბრიტანეთში სულ ცოტა ხნის წინათ დაიბადა პატარა, წონით - 6,2 კგ. ასეთი გოლიათი ექიმების თქმით, ბოლო 8 წლის განმავლობაში არ დაბადებულა. ბედნიერი დედა ამბობს, რომ მისი ძირითადი საკვები ორსულობის დროს იყოს ზღვის პროდუქტები და თევზი. ძალიან მიყვარს ხორცი, მაგრამ ჩემი ორსულობის დროს მასზე უარი ვთქვი. ჩემს რაციონში შედიოდა არა მარტო თევზის ყველა სახეობა, არამედ მიდიები, მოლუსკები, კრაბები - აღნიშნა დედამ.

ჰელსინკის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს ორსული ქალების რაციონის გამოკვლევა იმის დასადგენად, თუ როგორ მოქმედებს მომავალი ბავშვის ჯანმრთელობაზე ორსული დედების მიერ მოხმარებული შოკოლადი. თავდაპირველად 300 ორსულ ქალს სთხოვეს შეეფასებინათ მათ მიერ გადატანილი სტრესის დონე ამ დროს მიღებული შოკოლადის რაოდენობასთან. შემდეგი გამოკითხვა ჩაატარეს მაშინ, როდესაც ახალშობილები 6 თვის გახდნენ. დადგინდა, რომ იმ ქალთა შვილები, რომლებიც ორსულობისას სტრესის დროს მიირთმევდნენ დიდი რაოდენობით შოკოლადს, უფრო მხიარულები, აქტიურები არიან, ხშირად იღიმებიან. ფინელი ექიმები ფიქრობენ, რომ შოკოლადში შემავალი აქტიური კომპონენტები აღწევენ პლაცენტაში და გავლენას ახდენენ ნაყოფზე.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.