ასეთ კოქტეილს იყენებენ ნივთიერებათა მიმოცვლის ნორმალიზებისთვის, ანტივირუსულ და გაციების საწინააღმდეგო საშუალებად. ჯანჯაფილის ბოლქვი კარგია ნივთიერებათა მიმოცვლისთვის, პირშუშხა წმენდს ბრონქებს ლორწოსგან, თაფლი და ლიმონი ამდიდრებს ორგანიზმს ვიტამინებითა და მიკროელემენტებით.
დამტკიცებულია, რომ ვიტამინური ნარევი ჯანჯაფილით აძლიერებს სისხლძარღვებს, რაც ათეროსკლეროზის მკურნალობასა და მეხსიერების გაუმჯობესებაში გიწყობთ ხელს. ზოგი ამ სასმელს აფროდიზიაკადაც მიიჩნევს და პაემნის წინ დიდი რაოდენობით მის მიღებას გვირჩევს.
ვიტამინების კოქტეილი
ინგრედიენტები
- 125 გ პირშუშხას ბოლქვი
- 50 გ ჯანჯაფილის ბოლქვი
- 3 ც ლიმონი
- 3 ს.კ. თაფლი
- 2 ს.კ. დარიჩინი
- მოაშორეთ კანი პირშუშხასა და ჯანჯაფილს - ამის გაკეთება მეტალის სახეხით ან ბოსტნეულის სათლელით შეგიძლიათ.
- მოათავსეთ ბოლქვები ბლენდერის თასში.
- დაჭერით ლიმონი პატარა ნაჭრებად და დაუმატეთ ბლენდერში. ათქვიფეთ შემადგენლობა ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- დაუმატეთ თაფლი და დარიჩინი.
- მოურიეთ და მოათავსეთ შუშის ქილაში. შეინახეთ მაცივარში.
- მიირთვით ვიტამინების კოქტეილი დღეში ორჯერ, 1 ჩ.კ. ოდენობით, 3-კვირიანი კურსით.