» » » პროდუქტები მეხსიერების გასაუმჯობესებლად

პროდუქტები მეხსიერების გასაუმჯობესებლად

რამდენად ხშირად გვიწევს სიტუაციასთან შეჯახება, როცა რაღაცა არის გასაკეთებელი ან საყიდელი, მაგრამ ჩვენ ამის შესახებ გვავიწყდება. ცოტა თუ ახერხებს მაღაზიაში საყიდლების სიის გარეშე წასვლას და ყველა აუცილებელი კერძის ყიდვას. სამწუხაროდ, ძალიან ხშირად გვიწევს აღიარება, რომ რაღაც გვავიწყდება.

პროდუქტები მეხსიერების გასაუმჯობესებლად

როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ მეხსიერების გავარჯიშების, ლექსის დასწავლის დრო არ გაქვთ, ხოლო ყველაფერის დავიწყება უკვე მოგბეზრდათ? არ ინერვიულოთ, გამოსავალი არსებობს! ჩვენ მოვამზადეთ უნიკალური რეცეპტი, რომელიც არა მხოლოდ გააუმჯობესებს მეხსიერებას, არამედ ზედმეტი კილოგრამების მოშორებაში დაგეხმარებათ. 



ამ სასწაულ მოქმედი საშუალების მთავარი ინგრედიენტია - პირშუშხა. მცენარის ფესვის სასარგებლო თვისებების შესახებ ალბათ გაგიგიათ. ის დიდი რაოდენობით C ვიტამინს, კალიუმს, B1, B2, B6 ვიტამინებს, რკინას, ფოსფორს და მაგნიუმს შეიცავს. კოჭასთან კომბინაციაში კი ვიტამინების და მიკროელემენტების ნამდვილი საწყობი ხდება. 



როგორ მოვამზადოთ მეხსიერების გასაუმჯობესებელი საშუალება

თქვენ დაგჭირდებათ

  • 125 გრ პირშუშხას ფესვი

  • 4 ლიმონი

  • 2 ს/კ დარიჩინი

  • 2 სმ კოჭას ფესვი

  • 3 ს/კ თაფლი 




მომზადება

1. ბლენდერში კოჭა და პირშუშხა მოათავსეთ და დააქუცმაცეთ. 

2. ლიმონის წვენი, თაფლი და დარიჩინი დაუმატეთ. ყველაფერი კარგად აურიეთ. 

3. მიღებული ნარევი მინის ჭურჭელში შეინახეთ. 

გამოყენება

ნარევი დღეში ორჯერ, ჭამამდე 1 ს/კ მიიღეთ. ხანგრძლივობა 3 კვირა. 



ამ საშუალების გამოყენების შემდეგ შეამჩნევთ, რომ მეხსიერება გაგიუმჯობესდათ. მეხსიერების გარდა, პირშუშხას და კოჭას ნარევი სმენასა და მხედველობაზე დადებით გავლენას ახდენს, ნივთიერებათა ცვლის პროცესს აჩქარებს, რის წყალობითაც წონაში იკლებთ. ასევე ეს საშუალება დაღლილობას მოგიხსნით და კუჭში სასარგებლო ბაქტერიების განვითარებას ხელს უწყობს. 



მხოლოდ 3 კვირა - ხელზე ჯვარს აღარ გამოსახავთ, რომ რამე არ დაგავიწყდეთ. თუმცა ტვინის გასავითარებელი ვარჯიშებიც არ დაგავიწყდეთ. ერთად შედეგი უფრო თვალში შესამჩნევი იქნება. 

სასარგებლო ინფორმაცია მეგობრებს გაუზიარეთ. 
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.