ამ შემთხვევისთვის არსებობს ერთი ხალხური მეთოდიც. მისი თითოეული ინგრედიენტი ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლასა და ცხიმების წვას, ურთიერთქმედებისას კი წარმოუდგენელ გამაჯანსაღებელ მასად იქცევა.
ხახვი - ძლიერი ანტიოქსიდანტია. ეს ტუტოვანი პროდუქტია, რომელიც ხელს უშლის ავთვისებიანი უჯრედების გაჩენას, სისხლის შედედებასა და ორგანიზმის დეტოქსიკაციას.
დარიჩინი ამცირებს მადას, არეგულირებს გლუკოზას დონეს სისხლში, რითიც ხელს უშლის დიაბეტის განვითარებას, როგორც თერმოგენული პროდუქტი, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას.
ლიმონი - ვიტამი C-ს წყარო და იმუნიტეტის დამცველი. იგი დევნის ირგანიზმიდან ტოქსინებს და წმენდს ღვიძლს.
ჯანჯაფილს ანტიბაქტერიული და ანთებისსაწინააღმდეგო თვისებები აქვს. ეს პროდუქტი ებრძვის მავნე ქოლესტერინს და გეხმარებათ გახდომაში.
ჯანჯაფილის სასმელი
გასახდომი სასმელი ჯანჯაფილით დაგეხმარებათ გახდომაში, ორგანიზმის მდგომარეობის გაუმჯობესებაში, მოძრაობების შემსუბუქებაში, თუ მას სწორად მოამზადებთ და რეგულარულად მოიხმართ.
ინგრედიენტები
- 3 ჩ.კ. თაფლი
- 2 ჩ.კ. დაფქული დარიჩინი
- 200 გ ჯანჯაფილი
- 4 ლიმონი
- 100 გ ხახვი
- დააფქვიეთ ხახვი და ჯანჯაფილი ბლენდერში, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე;
- დაუმატეთ ლიმონის წვენი, თაფლი და დარიჩინი. კარგად მოურიეთ;
- სასმელი გადაასხით ქილაში, დაახურეთ მჭიდროდ. შეინახეთ მაცივარში.
- მიირთვით სასმელი დღეში 2-ჯერ, 1 ს.კ. ოდენობით, ჭამამდე 30 წუთით ადრე. თუ დარბაზში ვარჯიშობთ, სასარგებლოა სასმლის მიღება ვარჯიშამდე, რათა ორგანიზმში ცხიმების წვის პროცესი ჩაუშვათ.
მკურნალობის კურსი მოიცავს ერთ თვეს ან მეტს. ამ დროის მანძილზე არ შეიძლება ალკოჰოლის, ფასტფუდის ან სხვა მავნე პროდუქტის მიღება, გაზიანი სასმელების დალევა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი შრომა წყალში ჩაიყრება.