» » » იმუნიტეტის გასაძლიერებელი საშუალება, რომელიც შემოდგომასა და ზამთარს ვირუსების გარეშე გაგატარებინებთ

იმუნიტეტის გასაძლიერებელი საშუალება, რომელიც შემოდგომასა და ზამთარს ვირუსების გარეშე გაგატარებინებთ

ოქროსფერ შემოდგომასთან ერთად ცვლილებები არამხოლოდ ბუნებაში, არამედ ადამიანის ორგანიზმშიც დგება. შემოდგომას თან ახლავს ვირუსული დაავადებები, ამიტომ, პირველივე აციების დროს გვესმის აქა-იქ ცემინების ხმა. დროა, ვიზრუნოთ იმუნიტეტის ამაღლებაზე. ამასთან, თვით ბუნება გვეხმარება: სწორედ ამ სეზონზე მწიფდება ბაღში სასარგებლო ვიტამინების საწყობი - გოგრა.
გოგრა შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინ C-სა და T-ს, ასევე, რკინას. ეს ბოსტნეული აძლიერებს სისხლძარღვებს, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, გვეხმარება უძილობისა და სისუსტის დროს. უბრალოდ დავუმატოთ გაციების საწინააღმდეგო მიქსი და დაავადებების საწინააღმდეგო საშუალება მზადაა. გარდა ამისა, ასეთი საშუალება ძალიან გემრიელი გამოდის, მისი მიღება შეგიძლიათ ბლინებთან, ალადებთან ან ჩაისთან ერთად.


მურაბა იმუნიტეტის ასამაღლებლად
ინგრედიენტები
  • 150 გ თაფლი
  • 300 გ გოგრა
  • 1 ლაიმი
  • 1 ლიმონი
  • 1 ნაჭერი ჯანჯაფილის ბოლქვი (5-7 სმ)
  • 150 გ ყავისფერი შაქარი


მომზადება და გამოყენება
  1. ლიმონსა და ლაიმს დაასხით მდუღარე წყალი, დაჭერით დიდ ნაჭრებად და მოაშორეთ თესლები.
  2. გაწმინდეთ გოგრა და ჯანჯაფილი კანისგან, დაჭერით.
  3. ბლენდერში მოათავსეთ მზა ინგრეიდენტები, დაუმატეთ თაფლი და მოაყარეთ შაქარი, კარგად ადღვიბეთ.
  4. შეინახეთ მასა მაცივარში, მიირთვით 1 ს.კ. დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.


თუ რომელიმე ინგრედიენტზე ალერგია არ გაქვთ, თამამად შეიარაღდით ამ რეცეპტით და ნუ დაექვემდებარებით სეზონურ ვირუსებს.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.