თუ თქვენც გსურთ ჯანსაღი სხეული, აუცილებლად მოიმარაგეთ პროდუქტები, რომლებსაც რჩევების რედაქცია ჩამოგითვლით. ისინი დააჩქარებს გამოჯანმრთელებას და განწყობასაც აგიმაღლებთ.
- ალოე ვერა
ალოეს ანტივირუსული და ანტიბაქტერიული თვისებები აქვს და იდეალურია კანის გასაწმენდად. - სოდა
სოდის გამოყენება შეგიძლიათ გულძმარვის წინააღმდეგ, პირის ღრუს სავლებად, კბილების გასახეხავად, შამპუნის ნაცვლად, სხეულის სკრავის სახით, ფერიმჭამელების, ქავილისა და კუნთების ტკივილის წინააღმდეგ. - კურკუმა
კურკუმა ძველი დროიდან გამოიყენება არამხოლოდ როგორც სანელებელი, არამედ როგორც გაციების, ჭრილობებისა და გამონაყარის სამკურნალო საშუალებაც. - ნიორი
ნიორი გამოირჩევა თავისი ანთებისსაწინააღმდეგო, ანტივირუსული და ანტიბაქტერიული თვისებებით. - ჯანჯაფილი
ყველაზე ხშირად, ჯანჯაფილი საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებთან და გულისრევასთან საბრძოლველად გამოიყენება, თუმცა, იგი, ასევე, აძლიერებს იმუნიტეტს და გიცავთ გაციებისგან. - თაფლი
თაფლს ანტიმიკრობული, სოკოსსაწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებები აქვს. მას გამოიყენებენ გაციებისა და ალერგიის სამკურნალოდ, ასევე, გამოიყენება დამწვრობებისა და ჭრილობების სამკურნალოდ. თაფლი ატენიანებს კანსაც. - ლიმონი
ლიმონი აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და ხელს უწყობს გახდომას - სწორედ ამიტომაა სასარგებლო ლიმონიანი წყლის დალევა დილაობით. იგი, აესევე, მოგანიჭებთ ძალას, გაწმენდს კანს და გამოდევნის ტოქსინებს. - ქოქოსის კარაქი
ქოქოსს უამრავი გამოყენება აქვს: თმის კონდიციონერი, კანის დამატენიანებელი, საპარსი ქაფი, დეზოდორანტი, ლოსიონი, მაკიაჟის მოსაშორებელი საშუალება - ეს ყველაფერი კულინარიული თვისებების გარეშე! - ხახვი
ხახვი კიდევ ერთი მძლავრი ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებაა, რომელიც აძლიერებს იმუნიტეტს, გაშორებს გაციებასა და ხველას და გამოდევნის ტოქსინებს ორგანიზმიდან. - ჩაი
ყველაზე სასარგებლო ჩაი შავი და მწვანეა. ისინი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, აუმჯობესებს გულის ჯანმრთელობას, ამცირებს ქოლესტერინისა და შაქრის დონეს სისხლში, ინფარქტის რისკსა და წნევას, აძლიერებს ნაწლავების მიკროფლორას, აუმჯობესებს კონცენტრირების უნარს, გიცავთ გაციებისა და კიბოსგან. - ვაშლის ძმარი
ვაშლის ძმარი აუმჯობესებს ნივთიერებათა მიმოცვლას, ხელს უწყობს გახდომას და ასტიმულირებს ნერვულ სისტემას. შიგნით მიღებამდე აუცილებლად გააზავეთ იგი, რამეთუ საკმაოდ მჟავეა. - ბერძნული იოგურტი
ბერძნული იოგურტი შეიცავს ნაწლავების მიკროფლორისთვის სასარგებლო ბაქტერიებს. ოოგურტი შაქრისა და კონსერვანტების გარეშე - საუკეთესო საშუალებაა საჭმლის მონელების გაუმჯობესებისთვის. - პიტნა
პიტნა გეხმარებათ სურდოს დროს, ხსნის გულისრევის შეგრძნებას, ხელს უწყოს საჭმლის მონელებას, აღკვეთს გამონაყარის გაჩენას, გეხმარებათ წონის კლებაში, ამსუბუქებს დეპრესიის სიმპტომებს და აძლიერებს იმუნიტეტს. - ტრიგონელა
როგორც ბალახების უმრავლესობას, ტრიგონელასაც აქვს ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება და ამცირებს სისხლში შაქრის დონეს, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, გაშორებთ გამონაყარს და ხელს უშლის თმისცვენას. - ბეგქონდარა
ეს მცენარე ხელს უწყობს საჭმლის მონელებასა და გახდომას. იგი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რის ხარჯზეც აძლიერებს იმუნიტეტს და საუკუნეების მანძილზე გამოიყენება ხალხურ მედიცინაში. - დარიჩინი
მსოფლიოში 26 სახის სანელებლებისგან, დარიჩინი ყველაზე მეტ ანტიოქსიდანტს შეიცავს. იგი, ასევე, სასარგებლოა მარგანეცისა და კალციუმის შემცველობის გამოც. დარიჩინს აქვს ანთებისსაწინააღმდეგო თვისება, ინარჩუნებს გულის ჯანმრთელობას, ებრძვის დიაბეტს, იცავს ტვინის მოქმედებას, ამცირებს კიბოს რისკს, გეხმარებათ ალერგიის დროს. - შვრია
ნახევარი ჭიქა შვრია შეიცავს 13 გ ცილას და მთლიანად ანაყრებს შიმშილს. მეოთხედი ჭიქა კი მარგანეცის დღიურ ნორმას შეიცავს. გარდა ამისა, შვრია სავსეა ანტიოქსიდანტებით, ტოკოტრიენოლებით, სელენით, ფენოლური მჟავებითა და ფითინის მჟავით. - ზეითუნის ზეთი
ამ ზეთის შემადგენლობაშია უამრავი სასარგებლო ცხიმოვანი მჟავა და ანტიოქსიდანტი. ხმელთაშუაზღვისპირეთის მცხოვრებლები, რომლებიც მას რეგულარულად მოიხმარენ, დღეგრძელობით გამოირჩევიან. მოამზადეთ ზეითუნის ზეთზე ხორცი და ბოსტნეული ან შეაზავეთ სალათები. - ცერეცო
ცერეცო გეხმარებათ მენსტრუალური ტკივილების, შებერილობის, საჭმლის მონელების პრობლემებისა და ფსიქიკური დარღვევების დროსაც კი. - მაწონი