ბუნების საჩუქრით მკურნალობა ხომ არამხოლოდ უფრო ჯანსაღი, არამედ უფრო სასიამოვნოცაა. დამეთანხმებით, რომ გაციების დროს უფრო სიამოვნებით დალევთ არომატულ ჩაის, ვიდრე ჩაიყრით ერთ მუჭა საეჭვო აბებს.
დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ჯანჯაფილის ბოლქვზე და მის სარგებელზე, რომელიც ადამიანის ორგანიზმისთვის მოაქვს. ჯერ კიდევ ძველი ჩინელები იყენებდნენ ამ მცენარეს არამხოლოდ კულინარიაში, არამედ სამკურნალო მიქსტურებშიც.
ჯანჯაფილის სარგებელი ჯანმრთელობისთვის
ჯანჯაფილი კალციუმის, მაგნიუმის, რკინის, ფოსფორის, ნიკოტინის მჟავის, სილიკონის, კალიუმის ფასდაუდებელი წყაროა. მიუხედავად იმისა, რომ იგი B ჯგუფის ვიტამინების თითქმის მთელ კომპლექტს შეიცავს, ჯანჯაფილი მეტად ცნობილია ასკორბინის მჟავის შემცველობით, რომლის წყალობითაც პროდუქტი გაციების წინააღმდეგ გამოიყენება. მიიღება ერთგავრი ვიტამინური კომპლექსი.
ინგრედიენტები
- 300 გ ჯანჯაფილის ბოლქვი
- 150 გ თაფლი
- 1 ლიმონი
- დაჭერით ჯანჯაფილი წვრილად (ან გამოიყენეთ სახეხი).
- დაუმატეთ ლიმონის წვენი, მოურიეთ და დაასხით მდუღარე წყალი.
- აცადეთ მასას გაგრილება და დაუმატეთ თაფლი. გააჩერეთ ჩაი თერმოსში ან შეახვიეთ საბანში. მიირთვით დღეში 3 ფინჯანი.
არსებობს მოსაზრება, რომ ჯანჯაფილი კიბოსგან განკურნავს ადამინას. ასე, ბოსნია და ჰერცოგოვინელმა ქალბატონმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა, გაგვიზიარა თავისი ისტორია საშინელ დაავადებასთან ბრძოლისა. საქმე ისაა, რომ ქალბატონს ენდოკრინული ჯირკვლის კიბო აღმოუჩინეს. იგი ამ უბედურებას ქიმიოთერაპიისა და ქირურგიული ჩარევის გარეშე გადაურჩა თვითნაკეთი წამლის დახმარებით.
ინგრედიენტები
- 2 მოზრდილი ჯანჯაფილის ბოლქვი
- 0.5 კგ თაფლი
- გათალეთ ჯანჯაფილი და დაჭერით წვრილად.
- შეურიეთ თაფლს და მოათავსეთ შუშის ქილაში.
- მომზადებისას არ გამოიყენოთ მეტალის ჭურჭელი (ეს ეხება კოვზებსაც).
- მიირთვით 4 ჩ.კ. მასა ყოველდღიურად.