მივიღებთ მძლავრ სამკურნალო სასმელს, რომელსაც ანტივირუსული, სოკოსსაწინააღმდეგო, სისხლისა და ლიმფის გამაუმჯობესებელი, იმუნიტეტის გასაძლიერებელი და დაავადებებისგან დამცავი ეფექტი ექნება.
რჩევების რედაქცია მოგიყვებათ, როგორ უნდა მოამზადოთ ეს შესანიშნავი საშუალება საკუთარი ხელით.
ნატურალური ტონიკი
ამ სასმლის თითოეულ ინგრედიენტს თავისი სამკურნალო თვისება აქვს, რომელიც, ერთმანეთთან ურთიერთკავშირისას მას გამაჯანსაღებელ ნარევად აქცევს.
ხახვი მძლავრი ანტიოქსიდანტია. ეს ტუტოვანი პროდუქტი ხელს უშლის ავთვისებიანი უჯრედების გაჩენას, აბლანტებს სისხლს, ხელს უწყობს ორგანიზმის დეტოქსიკაციას.
იმისათვის, რომ ზამთარში არ ავადდებოდეთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ნიორი. ეს ხალხური სიბრძნე უსაფუძვლო არაა: ნიორი შეიცავს უამრავ ვიტამინს, სასარგებლო ეთერზეთს, ამინომჟავასა და ალიცინს - ორგანულ ნაერთს, რომელიც ანადგურებს დაავადების გამომწვევ ბაქტერიებსა და სოკოს.
ჯანჯაფილს ანტიბაქტერიული და ანთებისსაწინააღმდეგო თვისებები აქვს. მისი სამკურნალო თვისებები თითქმის ყველა დაავადების დროს გამოგადგებათ. იგი ხელს უშლის ცუდ ქოლესტერინს, ამცირებს წნევას და ხელს უწყობს გახდომას.
კურკუმა - არამხოლოდ ეგზოტიკური სანელებელი, არამედ შესანიშნავი ანტიბაქტერიული საშუალებაა. საკმარისია, წაისვათ ცოტაოდენი სანელებელი ჭრილობაზე, რომ შეხორცების პროცესი დაჩქაროთ.
ამ სასმელში კიდევ ერთი კოზირია: წითელი, ცხარე წიწაკა. ეს მცენარე შეიცავს პიპერინს, რომელიც ააქტიურებს კურკუმას ათვისებას ორჯერ.
ინგრედიენტები
- 2 ს.კ. კურკუმას ფხვნილი
- 700 მლ ორგანული ვაშლის ძმარი
- 1/4 ჭიქა დანაყული ნიორი
- 1/4 ჭიქა დაჭრილი ხახვი
- 2 ცხარე წიწაკა
- 1/4 ჭიქა დახეხილი ჯანჯაფილი
- 2 ს.კ. დახეხილი პირშუშხა
- შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ძმრის გარდა შუშის ქილაში.
- დაასხით ძმარი ისე, რომ ქილა ბოლომდე გაივსოს.
- მჭიდროდ დააცეთ ქილას სახურავი და რამდენჯერმე შეანჯღრიეთ.
- მოათავსეთ ქილა ორი კვირით გრილ და მშრალ ადგილას, დღეში რამდენჯერმე შეანჯღრიეთ.
- ორი კვირის შემდეგ გაწურეთ მასა.
- მზა ნაყენი შეინახეთ მაცივარში.
- 1 ჩ.კ. ნაყენი ზეითუნის ზეთთან შეურიეთ და ამ მასით შეაზავეთ სალათები. იმუნიტეტის გასაძლიერებლად და გაციების სამკურნალოდ მიირთვით 1 ს.კ. საშუალება ყოველდღე. თუმცა, წინასწარ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, რადგან სასმელი საკმაოდ ცხარეა და ყველასთვის არ შეიძლება.