რჩევების რედაქცია კი წარმოგიდგენთ 10 მიზეზს იმისა, თუ რატომ უნდა მოუსმინოთ მათ.
- გახდომა
ავოკადო იდეალური საკვებია მათთვის, ვინც ჭარბ წონას ებრძვის. დიახ, ავოკადო თვითონაც შეიცავს ცხიმებს და მაღალი კალორიული ინდექსი აქვს, თუმცა, მის შემადგენლობაშია ცელულოზა, რომელიც "ატყუებს" შიმშილის გრძნობას და ორგანიზმს არ აძლევს ცხიმის მომარაგების საშუალებას. თქვენი ტვინი ფიქრობს, რომ ორგანიზმი დანაყრდა, ამის ხარჯზე კი ჭარბ წონას კარგავთ. - წნევის ნორმალიზება
ავოკადო გეხმარებათ ჰიპერტონიის დროსაც. იგი დიდი რაოდენობით მაგნიუმსა და კალიუმს შეიცავს, რომლებიც აუცილებელია არტერიული წნევის შემცირებისთვის. აღმოჩნდა, რომ ეს ნაყოფი რამდენჯერმე უფრო მეტ კალიუმსა და მაგნიუმს შეიცავს, ვიდრე ბანანი და კივი. - თვალების ჯანმრთელობა
მხედველობის დაცვასა და დიდი ხნით შენარჩუნებაში დაგეხმარებათ ავოკადოს ყოველდღიური მოხმარება. ეს ეგზოტიკური ხილი უკიდურესად მდიდარია კაროტინოიდებით, რომლებიც მხედველობისთვის აუცილებელია. მიირთვით ავოკადო ყოველდღე, რტა გაუფრთხილდეთ თვალებს. - ქოლესტერინის დონის შემცირება
მავნე ქოლესტერინის დონეს ეფექტურად შეამცირებთ დღეში 1 ავოკადოს მირთმევით. იგი შეიცავს უამრავ ელემენტს, მათ შორის, ფოლატსაც - ესაა А ვიტამინი, რომელიც არამხოლოდ მავნე ქოლესტერინს ებრძვის, არამედ ამცირებს გულის სერიოზული დაავადებების გაჩენის რისკს. - დიაბეტის პროფილაქტიკა
დიაბეტიკებისთვის რეკომენდებულია ავოკადოს მოხმარება. მეცნიერების თქმით, ამ ხილის რეგულარული მირთმევა აკონტროლებს ინსულინისა და გლუკოზის დონეს სისხლში. - დახმარება ფეხმძიმობის დროს
ავოკადო სასარგებლოა როგორც დედის, ისე ნაყოფისთვისაც. ერთი ულუფა ხილი მოგცემთ ვიტამინ B6-სა და C-ს, კალიუმსა და ფოლიუმის მჟავას. თქვენ მაშინვე შეგევსებათ საჭირო ვიტამინების დეფიციტი და ბავშვიც ჯანსაღად განვითარდება. ავოკადო ხელს უშლის ტოქსიკოზსაც. - მყარი ძვლები
ავოკადო დიდი რაოდენობით К ვიტამინს შეიცავს. ყველამ იცის, რომ კალციუმი და D ვიტამინი აუცილებელია ძვლების ჯანმრთელობისთვის, თუმცა, K ვიტამინსაც უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ძვლოვანი ქსოვილის მშენებლობაში. იგი კალციუმის შეწოვასაც აუმჯობესებს. - საკვები ნივთიერებების მარაგი
ვიტამინებისა და მიკროელემენტების საკმარისი ოდენობით მიღება ერთი კერძით - საკმაოდ რთული დავალებაა. ბოლოს როდის ჭამეთ ავოკადო? ჩართეთ ეს მწვანე ნაყოფი რაციონში და დღიურად 20-ზე მეტ ვიტამინსა და მინერალს მიიღებთ! - საკვები მარაგის შევსება
სწორი ნივთიერებების მოხმარება არაფერს მოგცემთ, თუ ორგანიზმს იმ ყველაფრის ათვისება არ შეუძლია, რასაც საკვებით მიიღებთ. ავოკადო ორგანიზმს ეხმარება აუცილებელი საკვები ნივთიერებების შეწოვაში. იგი ნებისმიერი სახით იწოვს ლუტეინს, ლიკოპინს, ბეტა- და ალფა-კაროტინებს. - ჯანსაღი ცხიმები
როგორც არ უნდა ეცადოთ ცხიმებისთვის თავის არიდება, ორგანიზმს მაინც ესაჭიროება ჯანსაღი ცხიმები. ავოკადოს შეიცავს დიდი რაოდენობით ჯანსაღ ცხიმებს, რომლებიც ინსულტის, გულის შეტევის რისკებისა და მავნე ქოლესტერინის დონის შემცირებისთვისაა აუცილებელი.