რჩევების რედაქცია მოგიყვებათ ავოკადოს გავლენის შესახებ ორგანიზმზე.
იტყოდით, რომ პროდუქტი, რომლის მესამედსაც ცხიმები შეადგენს, სასარგებლო იქნებოდა? დიეტოლოგებმა ახსნეს: ყველა ცხიმი მავნე როდია. გაჯერებული ცხიმები ზრდის ქოლესტერინის დონეს და სხვადასხვა დაავადების გაჩენის რისკს მაშინ, როცა მონო- და პოლიუჯერი ცხიმები ამცირებენ მავნე ქოლესტერინის დონეს და იცავს გულს. სწორედ ასეთი ცხიმებისგან შედგება ავოკადო.
მონოუჯერი ცხიმები - ეს სასარგებლო ნივთიერებათა ჯგუფია, რომლებიც აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისთვის უჯრედების სამშენებლოდ და ნივთიერებათა ცვლის რეგულირებისთვის. ჩვენი ტვინის 60% შედგება ცხიმოვანი ნივთიერებებისგან, ჩვენი გული 60%-მდე ენერგიას სწორედ ცხიმების გადამუშავების პროცესში იღებს. ეს ცხიმები სჭირდება ნერვულ სისტემას, ფილტვებს, მხედველობას. საერთო ჯამში, მათ გარეშე ორგანიზმი ვერ იარსებებს.
ავოკადო უჯერი ცხიმების შემცველობით ერთ-ერთი ლიდერი პროდუქტია. სწორედ ესაა მისი პირველადი სარგებელი. ამასთან, ავოკადო შეიცავს ფოლატებს, A და E ვიტამინებს, კალიუმს, სტეროლებს. ხილი კი არა, ნამდვილი ვიტამინების ნაღმია. თავისი მდიდარი შემადგენლობის წყალობით, ავოკადო ჩვენს ორგანიზმს უამრავი დაავადებისგან იცავს. მოდით, ზუსტად ჩამოვთვალოთ ისინი.
- გულ-სისხლძარღვთა სისტემა
გულის დაავადებები დედამიწაზე #1 მკვლელები არიან. მილიონობით ზრდასრული ადამიანი იტანჯება გულის პრობლემებით. ამიტომ აუცილებელია მათი აღკვეთა და რაციონში ჯანსაღი პროდუქტის ჩართვა, მათ შორის - ავოკადოს.
გარდა მონოუჯერი ცხიმებისა, ავოკადო შეიცავს სხვა სასარგებლო ნივთიერებების ნაკრებს: კალიუმსა და ლიუტეინს, კაროტინოიდებსა და ფენოლებს. ეს ნაერთები ხელს უშლის ანთების გაჩენასა და მამჟავებელ პროცესებს სისხლძარღვებში, რითიც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
ავოკადოში შემავალი კალიუმი აუმჯობესებს გულის მუშაობას, ნორმაში მოჰყავს წყალ-მარილოვანი ბალანსი ორგანიზმში და ზრდის სტრესის მიმართ რეზისტენტულობას. ხილი რეკომენდებულია ჰიპერტონიკებისთვისაც. - გახდომა
ცხიმები წონის დაკლებაში გვეხმარება - ვინ იფიქრებდა? დიახ, სწორედ ასეა, ავოკადო გვეხმარება გახდომაში, ქმნის ნოყიერების შეგრძნებას და ამცირებს მადას. ეს ყველაფერი ცელულოზის მაღალი შემცველობის გამო(თითქმის 14 გ 1 ნაყოფში). კვლევებით დადგინდა, რომ დიეტები იმ პროდუქტების მოხმარებით, რომლებიც მონოუჯერ ცხიმებს შეიცავს, გაციელბით სასარგებლო და ეფექტურია, ვიდრე დიეტები ცხიმის დაბალი შემცველობით. - ონკოლოგიური დაავადებები
ავოკადო აძლევს ორგანიზმს უამრავ ფიტოქიმიურ ნაერთს, რომლებიც ხელს უშლის კიბოს გაჩენას. ცილოვანი ნაერთი გლუტატიონი ამცირებს კიბოს გაჩენის რისკს პირის ღრუში. კვლევები აჩვენებს, რომ ავოკადო ხელს უშლის სარძევე და პროსტატის ჯირკვლების კიბოს გაჩენასაც. ეს ფაქტები კიდევ ერთხელ ამტკიცებენ, რომ ავოკადო აუცილებლად უნდა ჩავრტოთ კვების რაციონში. - კანი და თვალები
როგორც აღმოჩნდა, კაროტინოიდები, რომლებსაც ავოკადო შეიცავს, დიდ როლს ასრულებს ჩვენი ორგანიზმის დაცვაში. ლიუტეინი და ზეაქსანტინი ამცირებს მხედველობის ასაკობრივ ცვლილებებს და გიცავთ სიბრმავისგან. ისინივე იცავენ კანს ულტრაიისფერი სხივების დამღუპველი ზემოქმედებისგან. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ჩვენი ორგანიზმი ავოკადოსგან გაცილებით სწრაფად ითვისებს კაროტინოიდებს, ვიდრე სხვა ხილ-ბოსტნეულისგან. - იმუნიტეტი
С ვიტამინის მაღალი შემცველობის წყალობით, ავოკადო ასტიმულირებს იმუნიტეტს. სასარგებლოა იგი გრიპის პერიოდში, ასევე, იდეაურად აღადგენს ძალებს დაავადებების შემდეგ.