რბილი და წვნიანი ნაყოფი მთელ მსოფლიოში ცნობილია თავისი სასარგებლო თვისებების წყალობით, ხელს უწყობს გახდომას და სისხლში ჭარბ ქოლესტერინს ხსნის. ეს ეგზოტიკური ხილი აუმჯობესებს მეხსიერებას და ამცირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების რისკს. იგი განსაკუთრებით სასარგებლოა ქალებისთვის.
ავოკადო ქალბატონებისთვის
აუმჯობესებს ჯანმრთელობას
- შესამჩნევი მსგავსება ავოკადოსა და საშვილოსნოს შორის შემთხვევითობა როდია. ალიგატორის მსხალი ქალბატონებს ეხმარება რეპროდუქციული შესაძლებლობების შენარცუნებაში და ამცირებს საშვილოსნოს ყელის დისპლაზიის რისკს.
- ავოკადო, ასევე, ძალიან სასარგებლოა ქალბატონებისთვის ფეხმძიმობის პერიოდში. ფოლიუმის მჟავა(იგივე ვიტამინი B9), რომელსაც ნაყოფი დიდი რაოდენობით შეიცავს, პასუხს აგებს ცოცხალი ქსოვილების ზრდაზე, ამიტომ ის აუცილებელია ემბრიონის ფორმირების დროს განვითარებისას შეფერხების თავიდან ასაცილებლად.
- პოლიუჯერი ცხიმების წყალობით, ავოკადოს მოხმარება აუმჯობესებს მეხსიერებასა და კონცენტრაციას.
- კალიუმი, რომელსაც ავოკადო შეიცავს, ხელს უწყობს გულის სწორად ფუნქციონირებას, ნორმაში მოჰყვას წყალ-მარილის ბალანსი ორგანიზმში და ზრდის სტრესის მიმართ რეზისტენტულობას.
- ოლეინის მჟავა ავოკადოს შემადგენლობაში ხსნის სისხლში ჭარბ ქოლესტერინს და ხელს უშლის სისხლძარღვებში კოლტების გაჩენას.
- სპილენძი, რომელსაც ავოკადო შეიცავს, ხელს უშლის ანემიის გაჩენას, ხოლო ვიტამინი B2(რიბოფლავინი) მონაწილეობს სისხლის წითელი სხეულაკების შექმნაში.
- ავოკადო, დამატებული სალათში, ხელს უწყობს კაროტინოიდების ათვისებას ხილისა და ბოსტნეულისგან, რაც აუცილებელია ძვლების, კბილის ემალისა და თმისთვის.
- ძველი დროიდან ავოკადო ითვლება აფროდიზიაკად, რომელიც მამაკაცებში პოტენციას ზრდის, ხოლო ქალებში - სექსუალურ ლტოლვას.
- მიუხედავად მაღალი კალორიულობისა და ცხიმების შემცველობისა, ავოკადო დიეტურ პროდუქტად ითვლება. მის შემადგენლობაში არსებული ცხიმები მონოუჯერია, ასეთი ცხიმები კი ხელს გიწყობთ გახდომაში, ვინაიდან ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს და აჩქარებს ნივთიერებათა მიმოცვლას.
- ავოკადო შეიცავს ნატურალურ ამინომჟავა L-კარნიტინს, რომელიც ხელს უწყობს ცხიმების წვას და ზრდის ნივთიერებათა ცვლის ინტენსივობას ორგანიზმში.