» » » სულ 2 ავოკადო კვირაში, 1 თვის მანძილზე და მედიკამენტების არსებობის შესახებაც კი დაივიწყებთ

სულ 2 ავოკადო კვირაში, 1 თვის მანძილზე და მედიკამენტების არსებობის შესახებაც კი დაივიწყებთ

ავოკადოს სარგებელი ჯანმრთელობისთვის დიდი ხნის წინ იქნა აღიარებული მეცნიერების, მისი საკვები ღირებულება - დიეტოლოგების, ხოლო გემოვნური თვისებები - კულინარების მიერ.

თუმცა თქვენ მაინც არ მიირთმევთ ავოკადოს და გვერდს უვლით მას სუპერმარკეტში? დროა, ჩაეჭიდოთ გამოჯანმრთელების ამ გემრიელ შანსსს.

რჩევების რედაქცია მოგიყვებათ, თუ რატომაა ავოკადოს მირთმევა ასეთი მნიშვნელოვანი ჩვენი ორგანიზმისთვის. ხოლო თუ ავოკადოს ისედაც მიირთმევთ, უფრო მეტი მიზეზი მოგეცემათ მის შესაყვარებლად.

ავოკადო ამსუბუქებს ართრიტს
სახსრები გტკივათ - მიირთვით ავოკადო! იგი ანელებს ართრიტის განვითარების პროცესს და მნიშვნელოვნად ამსუბუქებს დაავადების სიმპტომებს. ართრიტისა და ართროზის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის ყოველდღიურად მიირთვით ავოკადოს მეოთხედი მაინც.

მხედველობის გაუმჯობესებისა და თვალების პრობლემებთან გასამკლავებლად
ლუტეინი და ზეაქსატინი ნაყოფის შემადგენლობაში ამცირებს კატარაქტასა და თვალის ყვითელი ლაქის დისტროფიის გაჩენის რისკს. სწორედ ამიტომ, ხანში შესულთათვის მნიშვნელოვანია ავოკადოს მიღება.



სასარგებლოა გულისთვის
ეგზოტიკური ხილი ხელს უშლის ათეროსკლეროზის გაჩენას, გეხმარებათ ქოლესტერინისა და მაღალი წნევის დარეგულირებაში პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების დამსახურებით.

სასარგებლოა თირკმლებისა და ღვიძლისთვის
მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ავოკადო იცავს ღვიძლს ალკოჰოლით, მედიკამენტებით, ტოქსინებითა და ცხიმიანი საკვებით გამოწვეული დაზიანებებისგან. მწვანე ნაყოფის ხშირი მოხმარება ანოყიერებს ორგანიზმს ანტიოქსიდანტ გლუტატიონით, რომელიც აღადგენს ღვიძლის უჯრედებს. ავოკადოში კალიუმის შემცველობა სასარგებლოა თირკმლების უკმარისობის დროს.


ხელს უშლის დიაბეტს
ავოკადო შეიცავს განსაკუთრებულ შაქარს - მანოჰეპტულოზას, რომელიც ამცირებს ინსულინის გამოყოფას. ამ ხილის ყოველდღიური მოხმარებით თქვენ თავიდან აიცილებთ შაქრის დონის ცვლილებებს სისხლში, ჭამის შემდეგ. ასევე, ავოკადო აუცილებელია მათთვისაც, ვის სისხლშიც ძალიან ცოტა შაქარია(1.6%-ზე ნაკლები).

ხსნის ანთებასა და ტკივილებს
ხილის რბილობში დიდი რაოდენობით ოლეინის მჟავა შედის, რომელიც ამცირებს ანთებას. პოლიფენოლები და ფლავონოიდები ამცირებს ანთებითი და დეგენერაციული დაზიანებების რისკს სხეულის სხვადასხვა ნაწილში, მათ შორის, სახსრებში, არტერიის კედლებში, ტვინში, შინაგან ორგანოებში, კანსა და შემაერთებელ ქსოვილებში.


სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს
ავოკადოს ერთი ნაყოფი შეიცავს ცელულოზის დღიური ნორმის 54%-მდე, რომელიც აუცილებელია საჭმლის მომნელებელი სისტემის გამართულად ფუნქციონირებისთვის. ავოკადოში იმდენი ცილაა, რომ მას შეუძლია ყველისა და ხორცის მთლიანად ჩანაცვლება. ასევე, ავოკადო რეკომენდებულია ანემიის, წყლულისა და გასტრიტის დროს.

არეგულირებს ნერვული სისტემისა და ტვინის ფუნქციონირებას
ავოკადოში სასარგებლო ცხიმების მაღალი შემცველობა აუმჯობესებს ტვინის, ნერვული სისტემებისა და ჰორმონების გამოყოფის ფუნქციებს. ერთი ნაყოფი სპილენძის 20%-ს მოგცემთ, რომელიც ასტიმულირებს შემოქმედებით და ინოვაციურ აზროვნებას. გარდა ამისა, სპილენძი ამცირებს დეპრესიის, შფოთვისა და გონებრივი დარღვევების რისკს.

ხელს უშლის კიბოს
ავოკადოს ნაყოფი შეიცავს ფიტოქიმიკალიებსა და ფიტონუტრიენტებს, რომლებიც ანადგურებს კიბოს უჯრედებს და აჩერებს ჯანმრთელი უჯრედების გარდაქმნას. ნაყოფი მდიდარია C, E, D, K, B1, B2, B6 ვიტამინებით, ბიოტინით. კარტოტინით, კალიუმით, ცხიმებით, რომლებიც ამცირებს ქიმიოთერაპიის გვერდით მოვლენებს.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.