» » » მდნარი ყველების 90% ყველისგან საერთოდ არ შედგება - ნუ გამოიმუშავებთ ინფარქტს

მდნარი ყველების 90% ყველისგან საერთოდ არ შედგება - ნუ გამოიმუშავებთ ინფარქტს

ყველა პროდუქტს, რომელიც ტრანსცხიმებს შეიცავს (ყველაზე ხშირად - პალმის ზეთს), ეწოდება "რძისშემცველი". წესით, ეს უკვე მდნარი ყველი კი არა, "ყველის პროდუქტია" და იგი გაცილებით იაფი უნდა ღირდეს.
თუმცა, არაკეთილსინდისიერი მწარმოებლები შემადგენლობაში წერენ ერთს, ხოლო ყველს ნარჩენებისა და ტრანსცხიმებისგან აწარმოებენ. იმაზე ზედმეტია საუბარი, რომ ასეთი პროდუქტი არამხოლოდ უგემური, არამედ ჯანმრთელობისთვის მავნეცაა.
დამოუკიდებელი ექსპერტიზის მონაცემებით, 34 სახეობის მდნარი ყველიდან 17 მათგანი ყალბი აღმოჩნდა.

როგორ მოვიქცეთ?
ფალსიფიკატის აღმოჩენისას არ დაგეზაროთ საჩივრის დაწერა სურსათის ეროვნული სააგენტოს სახელზე. შესაბამისი უწყებები ჩაატარებენ შემოწმებას ჟურნალისტური მოკვლევის შემდეგ, საქონლის არაკეთილსინდისიერი წარმოებისათვის კი მწარმოებელი აუცილებლად დაჯარიმდება.
თუმცა, ეს ყველაფერი ვერ დაამშვიდებს მომხმარებელს, რომელსაც მაღაზიაში ხარისხიანი მდნარი ყველის შეძენა სურს, არ რისკავს ჯანმრთელობით. არსებობს ისეთი საშუალება, რომელიც კარგი პროდუქტის ფალსიფიკატისგან გარჩევაში დაგვეხმარება?

დიახ, არსებობს!
მდნარი ყველების 90% ყველისგან საერთოდ არ შედგება - ნუ გამოიმუშავებთ ინფარქტს

როგორ გავარჩიოთ ნამდვილი მდნარი ყველი ყალბისგან
  • როგორც უკვე ვთქვით, მიაქციეთ ყურადღება ფასს. არ შეიძინოთ 5 ლარზე ნაკლები ღირებულების მდნარი ყველი.
  • ეცადეთ, შეიძინოთ ცნობილი მწარმოებლების ყველი, რომელსაც დიდი გამოხმაურება აქვს ბაზარზე. ასე უფრო ნაკლებია სიყალბის შანსი.
  • ხარისხიანი მდნარი ყველის შემადგენლობაში არ შედის მცენარეული ცხიმები, ხელოვნური საღებავები და არომატიზატორები. რაც უფრო მოკლეა შემადგენლობის სია, მით უკეთესი.
  • შეფუთვაზე უნდა ეწეროს "მდნარი ყველი", ამ სიტყვების ნებისმიერი სხვა ვარიანტის არსებობის შემთხვევაში უნდა მიხვდეთ, რომ თქვენ წინაშეა "ყველის პროდუქტი".
  • შეიძინეთ მაღაზიაში მხოლოდ ის პროდუქტი, რომელიც მაცივარში ინახება.
  • შეფუთვა არ უნდა იყოს დაზიანებული ან დეფორმირებული.
  • ნამდვილი მდნარი ყველის ფერი თანაბარია. რაც უფრო ცხიმიანია პროდუქტი, მით უფრო გაჯერებული ფერი აქვს მას.
  • მდნარი ყველის მასა ერთგვაროვანი უნდა იყოს. დასაშვებია უმნიშვნელო რაოდენობის სიცარიელე, თუმცა ბუშტუკები არ უნდა იყოს.
  • ხარისხიანი პროდუქტის ზედაპირი უშრატო, გლუვი და მოელვარეა.
  • კარგი მდნარი ყველი არ იფშვნება და არ იმსხვრევა, აქვს მკვრივი ელასტიური კონსისტენცია.
  • ხარისხიანი პროდუქტი არ ეკრობა ხელებს ან კბილებს, არ აქვს მომწარო ან მომჟავო გემო.
თქვენ რომელი მწარმოებლის პროდუქტს მოიხმართ? რამდენად კმაყოფილი ხართ?
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.